თითქმის 6 თვეა აქ ვარ. დილა გადარჩენის მცდელობით იწყება. დღის განმავლობაშიც - ვცდილობ გადავრჩე. საღამოს, გადაურჩენელი, ვემზადები დასაძინებლად, რაც (რა თქმა უნდა) არ გამომდის. დავიღალე.
სულ არ მინდა ასე, ცალმხრივად ურთიერთობა და ცალმხრივად თავგანწირვა! არ ვარ მე არც კათარზისი და არც უფასო ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტი!

მოსაბეზრებელია!

ხატვა დავიწყე?

What's going on?
update:




დილემა

სამი ფეხსაცმელი მომეწონა თოფშოფზე და არ ვიცი რა ვქნა. ჯამში გამოდის 80 ფუნტი ანუ დაახლოებით 228 ლარი. სამივე მინდა. ვიყიდო?



ჰჰჰჰჰჰ

2 დღეა არ გამოსულა ჩემი ყურებიდან.

ჩამოვედი! ოუ იეა!

ძяლოგი საკუთარ თავთან (დაე იყოს ბანალური) 31/08/2010

– რამდენი ხანია არ დაგიპოსტავს?
– არ მახსოვს.
– რატომ არ პოსტავდი?
– არ ვიცი.
– რაზე ფიქრობდი?
– ბევრ რამეზე.
– რამე საინტერესო გადაგხდა ამ პერიოდში?
– მგონი არა. 
– ვინმე შეგძულდა?
– კი.
– ვინმე შეგიყვარდა?
– რამდენიმე ადამიანი.
– შენი ბლოგი ისევ ისე გიყვარს და გიტაცებს?
– არა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მომბეზრდა კედელთან ლაპარაკი.
– გინდოდა გეთქვა მონიტორთან?
– ერთი და იგივე არ არის?
– ალბათ კი. სად მიდიხარ?
– ბათუმში.
– რამდენი ხნით?
– 12 დღით. 
– როდის?
– ხვალ.
– ვისთან ერთად?
– დედასთან.
– გიხარია?
– ძალიან.
– მზეზე ალერგია რომ გაქვს რა უნდა ქნა?
– ალბათ მზისგან დამცავი კრემი უნდა ვიყიდო. ინტერნეტმა ასე მითხრა.
– ინტერნეტის გჯერა?
– სამწუხაროდ, კი.
– ბათუმში გექნება ინტერნეტი?
– მგონი კი, თუ არა და ვიქონიებ.
– ვინმე დაგხვდება?
– მგონი კი.
– როგორ უნდა გაერთო?
– რამეს მოვიფიქრებ.
– კმაყოფილი ხარ ზაფხულით?
– ასე თუ ისე – კი. 
– მე გიყვარვარ?
– ყველაზე მეტად! (სამწუხაროდ)
– მეც მიყვარხარ. კარგად დაისვენე.
– გმადლობ! დროებით.

9/08/2010 ანუ "ისევ ვერ ვურჩევ პოსტებს სათაურებს იმიტომ, რომ უაზრო პოსტებს ვწერ"

იმდენ რამეზე მინდა წერა, რომ არ ვიცი თავი როგორ მოვუყარო!
  1. წითელი ყაყაჩოები
  2. რამდენიმე ნაცნობის რეაქცია რუსულ ხანძრებზე
  3. საქართველო–რუსეთის ომის 2 წლის თავი
  4. და პირადი ნერვებაშლილობები (არც ისე ბევრი)
დავიწყოთ ქრონოლოგიურად:
როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ისე მოხდა ახლაც. მოეწყო რაღაც აქცია, რომელიც გახდა მასიური და სასწრაფოდ მიიპყრო თანამედროვე "ინტელიგენციის" ყურადღება. საუბარია ყაყაჩოების აქციაზე, რომელსაც მე ყველა კიდურით ვუჭერ მხარს! მართალია, როცა წერენ, რომ ასეთ "უაზრობებს" აჯობებს, რომ რაღაც გავაკეთოთ, მართლა გავაკეთოთ და ვინმეს დავეხმაროთ. აბსოლუტურად ვეთანხმები ამ აზრს, მაგრამ ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ სიმბოლური ყველაფერი ბანძია? თუ იმიტომაა ბანძი, რომ გამასიურდა? რა თქმა უნდა ამ აქციას მოყვა 9000 ბლოგპოსტი, 900000 კომენტარი სახწიგნაკზე და ასე შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო. ვერ ვხვდები ადამიანებო, რა გჭირთ? აი ასეთი კითხვა მაქვს ყველას მიმართ: რა ჯანდაბა გჭირთ? ყველა ადამიანს თავისებურად შეუძლია რაღაცის მიმართ პატივისცემის გამოვლენა, ზოგი ავტომატს დაიჭერს, ზოგი ეკლესიას ააშენებს და ზოგი ყაყაჩოს დაიმაგრებს. რატომ ნიშნავს ყაყაჩოს დამაგრება მოდას აყოლას და "პაკაზუხობას"? გავიგეთ, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება და ბლა ბლა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ერთად გაკეთებული ყველაფერი უნდა ვაკრიტიკოთ? ყველაფერი, რაც აქტუალურია უნდა გავაფარჩაკოთ? არ მესმის თქვენი, ადამიანებო.

ახლა რაც შეეხება ხანძრებს, უფრო სწორად რეაქციას ხანძრებზე. უკვე ბევრი ადამიანისგან გავიგონე მსგავსი ფრაზები: "ღირსები არიან", "ეგრე მოუხდებათ" და ა.შ. 
საერთოდ არ ვთვლი ნორმალურად სხვისი ჭირით გაბედნიერებას, ვინც არ უნდა იყოს ეს სხვა. მესმის, რომ გაგვწყვიტეს 2 წლის წინ და გაგვაუბედურეს, მაგრამ არაა კორექტული და ჰუმანური, როცა მათი უბედურება გვიხარია. პირადად ჩემთვის არაფერი დაუშავებია ვიღაც რიგით რუსს, რატომ უნდა მძულდეს ასე ძალიან? 

2 წლის გასვლას რაც შეეხება.. შოკში ვარ.. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გუშინ ხდებოდა ყველაფერი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა და დავწერო..

პირად ნერვებაშლილობებში შედის ერთი, ძირითადი და ყველაზე საშინელი გამღიზიანებელი: ალერგია მზეზე!!! სრულიად გამაგიჟა, აღარ შემიძლია, ხელები, ფეხები, კისერი, ყველაფერი მეფხანება! მალე გავაფრენ ალბათ!

ააააააა!!!! წავედი..
ძილინებისა ბლოგო,
შენი ნესვი

24/07/2010

მმმ, ხვალ სოფელში მივდივარ ^^
დღეს ვფიქრობდი გამეტარებინა თუ არა ჩემი ცხოვრების 4–5 საათი ლეპტოპში ფილმების გადატანის მცდელობებში და მივხვდი, რომ აზრი არ აქვს ^^ სოფელში ბევრი წიგნია, ჰოდა წავიკითხავ და ასე გავირთობ თავს. ჰო, კიდევ ხვალ წასვლამდე აუცილებლად შევალ საკანცელარიო მაღაზიაში და ვიყიდი ახალ ბლოკნოტს. შემომაკლდა უკვე ფურცლები! კიდევ ვიყიდი ძალიან ბევრ კალამს და დავკავდები წერა–კითხვით. თანაც შედარებით მოძველებული ხერხებით ^^ კარგია ხანდახან ხელით წერა.
ბარგი ჩავალაგე და დაძინებას ვაპირებ.
(იმედი მაქვს ხვალ საჭესთან დამსვამს დედუნა)
((ვირტუალური დამუშავების პროცესი  ))
მოკლედ, წავალ ახლა. ღმერთმანი მომენატრებით!

P.S. ჯერალდინა ჩაპლინი!
კარგად ბლოგო,
სიყვარულით,
შენი ნესვი


YAY ^^

50 random (absolutely stupid and senseless) questions.. Yay ^^

1. Where were you 3 hours ago?
In my chair!
2. Who are you in love with?
Noone ^_^
3. Have you ever eaten a crayon?
I don't think so, but I guess I have to check xD I'll do that tomorrow, when my mum's awake xD
4. Is there anything pink within 10 feet of you?
Yes, fake photo camera xD
5. When is the last time you went to the mall?
I don't even remember..
6. Are you wearing socks right now?
Nope
7. Do you have a car worth over $2,000?
I don't have a car at all ^^
8. When was the last time you drove out of town?
January, I guess?
9. Have you been to the movies in the last 5 days?
Nope
10. Are you hot?
Nope
11. What was the last thing you had to drink?
Smoothie
12. What are you wearing right now?
Stuff xD
13. Do you wash your car or let the car wash do it?
I don't have a car!
14. Last food that you ate?
Peach xD
15. Where were you last week at this time?
At home, I believe xD
16. Have you bought any clothing items in the last week?
Nope
17. When is the last time you ran?
Yesterday xD
18. What's the last sporting event you watched?
FIFA finals ^^
19. What is your favorite animal?
Dog
20. Your dream vacation?
London ^^
21. Last person's house you were in?
Errrmm.. mine, I guess xD
22. Worst injury you've ever had?
I've broken my toe xD yaaay xD
23. Have you been in love?
Yes
24. Do you miss anyone right now?
Nope
25. Last play you saw?
I don't remember ^^
26. What is your secret weapon to lure in the opposite sex?
I don't have one xD
27. What are your plans for tonight?
I'm going to sleep, well, at least I'm going to..
28. Who is the last person you sent a MySpace message or comment?
I don't even remember xD
29. Next trip you are going to take?
Village ^^
30. Ever go to camp?
Nope!
31. Were you an honor roll student in school?
I don't think so xD
32. What do you want to know about the future?
The amount of money I'll earn from my job :D
33. Are you wearing any perfume or cologne?
Yes..
34. Are you due sometime this year for a doctor's visit?
Nope
35. Where is your best friend?
In her room xD
36. How is your best friend?
I don't know. What does that even mean? xD
37. Do you have a tan?
Nope, I hate tan!
38. What are you listening to right now?
Big Jet Plane by Angus and Julia Stone
39. Do you collect anything?
Checks and bus tickets xD that's stupid, I know ^^
40. Who is the biggest gossiper you know?
I don't know any gossipers.. I'm happy, I know xD
41. Last time you got stopped by a cop or pulled over?
I'm an amazingly law-abiding citizen, I don't do bad things *angelface* xD
42. Have you ever drank your soda from a straw?
Yes xD
43. What does your last text message say?
"My connection sucks! Google it."
44. Do you like hot sauce?
Nope
45. Last time you took a shower?
About 10 hours ago xD
46. Do you need to do laundry?
Nope
47. What is your heritage?
I don't know xD There are too many questions that I just cannot answer because they don't make sense, what the hell? xD
48. Are you someone's best friend?
Yes ^^
49. Are you rich?
Nope
50. What were you doing at 12AM last night?
I think I was waiting for a taxi, or sitting in it xD I'm not sure xD

სულ ახალი, ცინცხალი, ნერვებაშლილი პოსტი

დღეს მე და ანანო დავდიოდით. გავიარეთ გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მანქანიდან გადმოაგდო ვიღაცამ სიგარეტის ნამწვი. ლამის პირდაპირ ბენზინში ჩააგდო. მივაჭირეთ შუქნიშანს, აგვენთო მწვანე, გადავდივართ და ორმა მანქანამ ჩაგვიქროლა წინ, მიუხედავად იმისა, რომ დაინახეს როგორ გადავდიოდით არა მარტო მე და ანანო, არამედ 9 კაცი ჩვენს გარდა. შოკია ეს ქალაქი, სრულიად შოკი! შევდივარ ჩემს ლიფტში და ვხედავ დამაგრებულია რაღაც სარეკლამო დაფა, ზედ სიგარეტები მიმწვარი. ლიფტში რომელიღაც ღილაკი ამოვარდნილია და შიგნით შეტენილია საღეჭი რეზინი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნაგავი გდია, ყველაფერი მოთხვრილია. ან კედლები რას გავს ქუჩაში? აბსოლუტურად ყველა კიდურით ვუჭერ მხარს სტენსილებს და მსგავს რამე–რუმეებს იმიტომ, რომ ლამაზია, მაგრამ არ შემიძლია ამ სალომეების, ნიკჩოების, გიგჩოების და სოფჩოების ატანა ყველა კედელზე. ნუთუ ასეთი ძნელია აიღო ის შენი სიგარეტის ნამწვი და შეინახო სანამ ურნამდე მიხვალ? ყოველ ფეხის ნაბიჯზე ურნაა ამ ქალაქში. ნუთუ არ შეიძლება ის პარკი, რომელშიც ფენოვანი ხაჭაპური გედო აიღო და ჩაიდო ჩანთაში, ან ჯიბეში? ან ისევ და ისევ მიხვიდე ურნასთან ან ნაგვის კონტეინერთან და ჩააგდო? ნეტა რამდენი დრო და ენერგია იხარჯება ასეთ ელემენტარულ რაღაცებზე? არ გრცხვენიათ? აი, მართლა სირცხვილია ადამიანებო. თქვენი ქალაქია ბოლოს და ბოლოს, სულ იმის პრეტენზია გაქვთ, რომ კარგ ქვეყანაში ცხოვრობდეთ, სულ იმაზე წუწუნებთ, რომ თურმე ბანძ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ფუ, საქართველო. სულ იმაზე ლაპარაკობთ რა საშინელი მთავრობა გვყავს, რა საზიზღარი პრეზიდენტი გვყავს, გვატყუებენ, ქვეყანას გვინგრევენ, ქართველობას გვართმევენ! ძალიან მოსაბეზრებელია უკვე ეს ყველაფერი. რომ გაივლით და პარკს დააგდებთ ძირს, პრეზიდენტი მოვიდეს და აიღოს? თუ ცოცხით იაროს? ელემენტარული კულტურა და ესთეტიკაა, რომელიც ამ ქალაქის მოსახლეობის 90 პროცენტს არ გააჩნია! ყოველ დილას გარეთ რომ გავდივარ გაკრიალებულია ხოლმე ქუჩები, მეეზოვეები დადიან ცოცხებით და ყველაფერს ხვეტავენ, სამაგიეროდ ყოველ საღამოს გამოტენილია ქალაქი ნაგვით. ძალიან მომბეზრდა უკვე ამის ატანა, კოშმარია! რას გავს ქალაქი?!!!! ძალიან ვბრაზდები, როცა ჩემს ქალაქს ასეთ დანაგვიანებულს ვხედავ. არც აქციები ჭრის ამ ხალხზე და არც არაფერი. იარე და ასუფთავე ქალაქი, ატარე სხვადასხვა აქციები, რე–აქცია ნაგავზე მაგალითად. მაინც არ გაჭრის, მეორე დღეს მიხვალ იმ ადგილას, სადაც პარკი აიღე და ახალი პარკი დაგხვდება და ასე ყოველდღე, სულ, სულ, სულ! ძალიან გულისამრევია ეს ყველაფერი, ძალიან!

არაფერი განსაკუთრებული ანუ 04/07/2010

:სულელურიპოსტისდასაწყისი:

უაზრობის პიკში შევედი ისევ. რა კარგი იყო ყოველდღე რაღაცის კეთება, ყურადღება გადამქონდა რაღაცაზე და იდიოტურად არ ვატარებდი მთელ დღეს.

უკვე ნახევარ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 2010 დადგა.. კიდევ ერთი ამდენი და 2011 იქნება.. ამის წინ ტელევიზორი იყო ჩართული იქით და ყური მოვკარი, მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდაო.. ყბა ჩამომივარდა    თითქოს გუშინ იყო.. თითქოს ანანოც 2 დღის წინ წავიდა ამერიკაში და ახლა უკვე აქ არის! Люди! это странно! ადრე არ მიგრძვნია ასე მწარედ დროის გასვლა. რა უბედურებაა, რამდენ ხანში დავბერდები?    16 წლის ადამიანს რომ დაბერება შეგაწუხებს.. მდა..
დღეს სანჩო ვნახე.. კინოში ვიყავით.. კინოში ვიღაც–ვიღაცებმა გადამიარეს კიდეც.. (  ) კარგი დღე იყო, მომეწონა.. უბრალოდ მომენტებში ძალიან ცხელოდა!! ფეხით ვიარე ბევრი და მუხლები მტკივა ახლა..    ავდგები და დავიძინებ, რა ვაკეთო.. ძილინებისა ფიფლ.

:სულელურიპოსტისდასასრული:

P.S.

From 10.03.2010