2. მინდა მოვიარო მთელი მსოფლიო, ყველა კონტინენტი, ყველა ქვეყნის თითო ქალაქი მაინც. მინდა ყველა ქალაქში ვიყიდო თითო საფოსტო მარკა და გავაკეთო დიდი ალბომი.
3. მინდა წავიკითხო ასიათასი წიგნი და მახსოვდეს თითოეული მათგანის შინაარსი, მინდა ყველა წიგნში მოვხაზო საინტერესო წინადადებები და მერე ბევრი ვიფიქრო, მინდა მქონდეს იმდენი დრო, რამდენიც ადრე მქონდა, როცა წიგნებს 1-2 დღეში ვკითხულობდი, როცა შემეძლო ძილის წინ არა მეორე დღისთვის მოსამზადებელი დავალებები, არამედ საინტერესო წიგნები მეკითხა.
4. მინდა მქონდეს იმის ძალა, რომ ადამიანებს ყველაფერი ვაპატიო და არ ამიშალოს ნერვები ელემენტარულმა სისულელეებმა, მინდა შემეძლოს ყველაფრისთვის იოლად შეხედვა და მარტო ჩემს პრობლემებზე ფიქრი, რომლებიც ძალიან ცოტანი იქნებოდნენ.
ბევრი რამე მინდა.
No comments:
Post a Comment