შემთხვევით ჩამივარდა ხელში სრულიად ემეიზინგ ზიპი, სრულიად ემეიზინგ ქოვერებით და ვუსმენ და ვუსმენ და ვუსმენ და ვ უ ს მ ე ნ!! აი ახლა ცუდად მოვიქეცი და ტყუილი ვთქვი, უნდა გამოვასწორო, სულაც არ ჩამივარდა, პირიქით ძალიან გამიზნულად და წინასწარი მოლაპარაკებების შედეგად აღმოჩნდა ჩემთან – ორბელკამ გამომიგზავნა..
ასევე აბსოლუტურად თავით ფეხებამდე შევჯექი სიმღერაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ რომელიღაც პოსტში დავდე კიდეც და ახლაც დავდებ
The Greatest by Cat Power
The Greatest by Cat Power
ჰოდა, მგონი კარგად ვარ.. არის მიზეზები, რომლების გამოც უნდა ვიყო ცუდად და ალბათ ვარ კიდეც გულის სიღრმეში, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით უკეთაც კი ვარ ვიდრე ცოტა ხნის წინ, რამეთუ გავაკეთე ის რაც მინდოდა და მაქსიმალურად შევამცირე ჩემს ცხოვრებაში ტყუილში ცხოვრების პერიოდი.. ნუ, პრინციპში ტყუილში ცხოვრება გამოდიოდა.. მოკლედ, როგორც ჩემი ერთი თანაბლოგსპოტელი წერს:" წინასწარ გაფრთხილებთ, ვისაც რამის კონკრეტულად გაგება უნდა - სხვაგან მოხვდით.".. იმიტომ კი არა, რომ რაიმეს ვმალავ, ან თქვენთვის გაზიარება არ მინდა, ან რაღაც ამდაგვარი. არა, უბრალოდ ვიცი, რომ არ გამოვა ისე, როგორც უნდა გამოვიდეს.. ამიტომ მგონი სჯობს თავი შევიკავო.
დედა ამბობს ხოლმე, რომ ცხოვრებაში მთავარია ზომიერება და ნელ–ნელა უფრო და უფრო მეტად ვისისხლხორცებ ამ სიტყვებს, უფრო კარგად ვიაზრებ და თითქოს გამოყენებითაც მეტად ვიყენებ.. როგორც გამოცდილებას? არ ვიცი.. მგონი დავიცავი ჩემი პირადი მორალიდან თუ უბრალოდ გრძნობებიდან გამომდინარე ზომიერება და რაღაც თვალსაზრისით ვამაყობ კიდეც საკუთარი თავით იმიტომ, რომ გამომივიდა ის, რაც დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გამომივიდა.. შეიძლება არ გამოვიყვანე ისე, როგორც უნდა გამოსულიყო ეთიკური ნორმებიდან თუ ურთიერთობებიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც გამოვიყვანე, ასეა თუ ისე.. ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრს ვწერ და სხვათა შორის ვაპირებდი კიდეც ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრის დაწერას, არც ვიცი რამდენად საინტერესოა ეს თქვენთვის, ალბათ ნაკლებად..
კიდევ ერთი სიმღერა, რომელმაც დამიმონა, ქოვერების ზიპიდან, მართალი გითხრათ არ ვიცი სიმღერის ორიგინალი ვის ეკუთვნის, მაგრამ Adele ნამდვილად შეუდარებლად ასრულებს
მოკლედ, Make You Feel My Love by Adele..
ჰო, კიდევ რისი თქმა მინდოდა.. არც მახსოვს..
მმ, მგონი მეტი არაფერი მომხდარა საინტერესო. ველოდები ჩემი პრინციპში ახალი ცხოვრების განვითარებისას თავწამოყოფილ და იმედია სასიამოვნო დეტალებს, რომლებსაც აუცილებლად გაგიზიარებთ :)
სიყვარულით,
თქვენი ნესვი
No comments:
Post a Comment