About



აი ეს იყოს გვერდი ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს შესახებ...
ამ ყველაფერში ჯერ-ჯერობით შედის ჩემი ბლოგი და მე...

დავიწყოთ ასე:

მე.

შემაჯვარეს 1993 წლის ივნისში, და მიმიღეს 1994 წლის 10 მარტს.
ვარ თევზები, რაც ძალიან მომწონს, მაგრამ არ ვიცი რატომ... წესით და რიგით უნდა ვიყო ასეთი,  მაგრამ მთლიანად ასეთიც არ ვარ.

რა მიყვარს:

  • მუსიკა  
  • საინტერესო ადამიანები 
  • დედასთან ლაპარაკი 
  • საქსოვ ჩხირებზე თვლების აცმა 
  • ჩემი საოცრად არაპოპულარული ბლოგი 
  • ფერადი ფანქრები 
  • რბილი ლეიბები 
  • მწვანე თვალები 
  • კეთილი ბიჭები 
  • ჰოროსკოპი (მიუხედავად იმისა, რომ ნახევრის არ მჯერა)
  • რთული თანწყობილი და ქვეწყობილი წინადადებები 
  • გერმანული ენა 
  • Smiles.ge  
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 
  • სამაჯურები 
  • თეთრი ლექსები 
  • ფერადი სააღდგომო კვერცხები 
  • ე.წ. Dreamcatcher ანუ ნივთი რომელიც იცავს ადამიანს ცუდი სიზმრებისგან 
  • და კიდევ ბევრი, ბევრი რამე...


რა არ მიყვარს:


  • დაპრუწული ტუჩები 
  • ფანატიზმი 
  • ძველი ბიჭები 
  • თოვლ-ჭყაპი 
  • მკვდარი დღეები 
  • რაც დამევასება ყველაფრის მოსმენა 
  • გაფეტიშებულები და გამფეტიშებლები 
  • რუსული კლავიატურა 
  • ვარდისფერი და წითელი 
  • პორნოგრაფია 
  • ოქროს სამკაული 
  • გალოკილი ადამიანები 
  • დემაგოგია 
  • და ა.შ.


და

ჩემი ბლოგი:

ჩემი ბლოგი შეიქმნა ერთი წლის წინ, აბსოლუტურად უმიზნოდ და უაზროდ, უბრალოდ მომინდა ბლოგი. ჩემს ბლოგს აქვს გრძელი და რთულად დასამახსოვრებელი URL. მას ოდესღაც ერქვა Flightless Bird, და მერე დაერქვა The Kata Hojo Blog. დეკემბერში ჩემს ბლოგს რაღაც დაემართა, ზუსტად არ ვიცოდი რომელ პოსტში იყო პრობლემა და ამიტომ ყველაფერი წავშალე, ბევრი პოსტი ძველია და აღდგენილი.
ჩემი ბლოგი არ არის კონკრეტულად არაფერზე, რაღაც ელექტრონული დღიურის მსგავსია, თუმცა არც ისე ვნებათაღელვით აღსავსე, როგორც ნამდვილი დღიური. მე მიყვარს ჩემი ბლოგი იმიტომ, რომ ლამაზია, როცა შემოვდივარ მიყვარს თავიდან ბოლომდე თვალის გადავლება, შედარებით მოზრდილი პოსტების თავიდან, ხმამაღლა წაკითხვა და ჩემს დადებულ სურათებზე კიდევ ერთხელ დაკვირვება. ჩემი ბლოგი არის ხასიათი. დროის გარკვეულ მონაკვეთში ჩემში არსებული ხასიათი, რომელიც ხან ცუდია, ხან კარგი, ხან არანაირი. ჩემს ბლოგს არ აქვს არანაირი ამბიცია და არ უნდა, რომ ყავდეს ბევრი მკითხველი. რა თქმა უნდა არ იტყოდა უარს და არც ხალხს გააძევებდა, მაგრამ მისი თვითმიზანი სულაც არ არის ბევრი ადამიანის მოზიდვა, რადგან ის არც კომერციულია, არც რაიმეში გამოსადეგი. ის არის უბრალოდ ბლოგი და ძალიან მოწონს თავისი სტატუსი. უფრო სწორად უსტატუსობა.

მგონი სულ ეს არის.
მადლობა, რომ შემოხვედი და ამ წინადადებამდე მოხვედი.
დროებით.


No comments:

From 10.03.2010