გადაცემითი ტკივილების საუკუნეში დავიბადე
და დედამიწის უშუქო სინათლით
თვალმოჭრილი დავდივარ.
აკვიატებულ ემოციებში დავეძებ საკუთარ ემოციებს
და სიფითრეშეპარული
ვითვლი დარჩენილ დღეებს.
გადაცემითი ტკივილების საუკუნეს უჩემობა მოვუკალი
და დავიბადე სივრცეშეპარული თვალებით..
უკვე 22 წელიწადია ცხოვრების სამშენებლო კომპანიები
მონდომებით ითვისებენ ამ სივრცეს
და კეტავენ საკუთარი თავის თვალსაწიერს.
გადაცემითი სიკვდილის საუკუნეში
შევისუნთქე სიცოცხლე და ვინანე..
ვინანე საკუთარი სუნთქვა
და ამოუხსნელი შეგრძნებებით განვაგრძე ცხოვრება
საკუთარი სუნთქვის მონანიეს,
ზურგიდან ფეხაკრეფით მომდევს გადაცემითი სიკვდილის საუკუნე
და მიმეორებს
იგივეს..იგივეს.. იგივეს
რასაც უჩემობის მკვლელი
აკანკალებული ხმით გიმეორებ:
უკანმოუხედავად წადი...
წადი...
აქ ყვავილები იხრწნებიან..
No comments:
Post a Comment