13/02/2010

კუკურუკუკუუუუუუ....
დღეს გადავათვალიერე ჩემი ძველი ნაწერები და მივხვდი, რომ ცხოვრების ამ მონაკვეთში, ადამიანი ყოველ წუთას იცვლება.. ვგულისხმობ 10-დან 20-25 წლამდე... გემოვნება, აღქმის უნარი, აზრების დიაპაზონი და ა.შ. და ა.შ. რა უცნაურია ))

გუშინ ვუყურე ფილმს Adam.

მთავარ გმირს, ანუ ადამს ასპერგერის სინდრომი აქვს, არც ისე ძალიან განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანისგან, პირიქით ამ სინდრომით დაავადებულებს ხშირად ინტელექტუალური კოეფიციენტი საშუალოზე მაღალი აქვთ, ხშირად ირჩევენ რაღაც კონკრეტულ საგანს, რომელიც ძალიან მოსწონთ და აინტერესებთ და ამ საგნის შესახებ ძალიან, ძალიან ბევრ ცოდნას აგროვებენ, ამის გამო ამ სინდრომს "პატარა პროფესორის სინდრომსაც" ეძახიან... მიზეზი რის გამოც აუტისტების სიაში მოხვდნენ, ისაა, რომ მათ არ შეუძლიათ ან ძალიან უჭირთ ადამიანებთან ურთიერთობა.. ანუ, უჭირთ მეტაფორების აღქმა, ვერ ხვდებიან რას გრძნობენ და გულისხმობენ ადამიანები მათ გარშემო და ა.შ.
ჰოდა, კარგი ფილმია, საყვარელი :)
***

მოკლედ, ერთი დღეც და დადგება ჩვენი საყვარელი ვალენტობა, მე კიდევ წარმოდგენა არ მაქვს ამ დღეს ადამიანები რას აკეთებენ და საერთოდ აკეთებენ თუ არა რამე განსაკუთრებულს საჩუქარიც ვერ მოვიფიქრე არადა მოაკაკუნა უკვე


ფაქტიურად ბლახ

No comments:

From 10.03.2010