Gonna watch..


























უკვე რამდენი ხანია ვაპირებ,  აღარც მახსოვს.
update: ვნახე და დიდი არაფერია, საერთოდ არ მომეწონა.
მგონი ძალიან საინტერესო უნდა იყოს, აუცილებლად ვნახავ უახლოეს მომავალში.
update: ძალიან მომეწონა! რაღაც საოცრად სასიამოვნო საყურებელი იყო და საყვარელი ^^
_____

























ესეც მაინტერესებს. მიყვარს ტილდა.
update: მმ, კარგი იყო, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი...
_____



სანდრო ამბობს, რომ აუცილებლად უნდა ვნახო, ჰოდა ვნახავ   
update: ძააააალიაააააააააან კარგი იყო  აიიიი, ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან კარგი!        მოვკვდი სიცილით, როგორც იტყვიან – ჩავიხოცე   
_____



რამდენჯერმე გადავწყვიტე ყურება, მაგრამ არ ვუყურე. ახლა კიდევ ერთხელ დავაპირე, იმედია გამიმართლებს.
_____

Dear John და 4 თვის ტანო

გუშინ ვნახე "Dear John", რომელიც საშინლად არ მომეწონა იმიტომ, რომ რაღაც იდიოტური შინაარსი ქონდა, ზუსტად ნიკოლას სპარკსისებური, ჰეფი ენდით და არაფერი საინტერესოთი, უბრალოდ იყო რამდენიმე ობიექტურად ძალიან იდიოტური, მაგრამ ალბათ ჩემი ძალიან რომანტიულ ხასიათზე ყოფნის გამო, პირადად ჩემთვის სასიამოვნო მომენტი    სუსტი ფილმი იყო დებო და ძმებო, ძალიან ძალიან სუსტი  


და კიდევ, დედამ დამიდო სახწიგნაკზე რაღაც არაჩვეულებრივად საოცარი ფოტო, სადაც 4 თვის ვარ, გავგიჟდი ისეთი საოცრებაა 

წერილი კოტეს

 ძვირფასო კოტე!
გულის სიღრმეში მეც და შენც ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ამხელა დედამიწა ტყუილად კი არ არის ამხელა! სავსეა სულელი ადამიანებით, ჩემნაირი და შენნაირი სულელი ადამიანებით ჩემო კოტე!
კოტე!
შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორ მიყვარს შენი გასეირნება დაუსრულებლად მწვანე ბაღებში და ბოსტნებში! ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია, როცა შენს თეთრ კბილებში ჩაბღუჯული კართოფილები და კიტრები მოგაქვს ჩემთვის კოტე! ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ და როგორ მსიამოვნებს შენი თითოეული დაყეფება კოტე!
კოტე!
ჩემო ძვირფასო კოტე!
შენ ერთადერთი ძაღლი ხარ, რომელიც მე ასე მყვარებია, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მყოლიხარ! კოტე, მე ერთი სული მაქვს როდის გაჭუჭყიანდები, რომ ისევ გაბანაო ჩემს აბაზანაში.
კოტე, მე შენ ძალიან მიყვარხარ!

შენი ტანო


უხხხხხხ პოსტი

აი, ჰო დავპირდი საკუთარ თავს და ბლოგს, რომ ყოველ კვირას დავწერდი ერთ პოსტს? დღეს ორშაბათია! ღმერთო ჩემო, საშინლად ზარმაცი ვარ    უფრო სწორად ამას ზარმაციც კი არ ქვია, საერთოდ დამავიწყდა ჩემივე დადებული პირობა! ახხ ტანო!

რაღაც ძალიან სასტიკად მეზარება წერა და რა მჭირს არ ვიცი, ამომეწურა მასალა, არც ცუდ ხასიათზე ვარ, რომ ვინმე ვლანძღო (  ), არც ისე ძალიან კარგზე, რომ ბედნიერების ღრუბლად ქცეული პოსტები ვწერო და მიმოხილვების თავიც არ მაქვს..

ბლაჰ, ბლაჰ, დროებით  

Tuesday Morning Post (13/04/2010)

გუშინ ვიყავი(თ) კინოში, მესმის საკმაოდ უცნაურია ორშაბათს საღამოს კინოში პრონწიალი, მაგრამ სიყვარულს ასაკი არ აქვსო და კინოში სიარულს რატომ ექნება დრო და თარიღი? მოკლედ, რატომღაც "უიღბლო პაემანი" ერქვა ამ ფილმს, მერე რა, რომ იდეაში Date Night–ია? მაინც უიღბლო პაემანი  

აი პირადად მე, ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა    ძალიან დიდი ხანია ასე არ მიცინია, ვიჯექი სკამზე და ვხარხარებდი თითქმის ყოველ 5 წუთში ერთხელ    მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ამერიკულია, მაინც იყო ძალიან სასაცილო მომენტები, რაღაც წმინდა აშუშუური, გულისამრევი "იუმორის" გარეშე    ნუ, ფილმის შინაარსის შესახებ არაფერს დავწერ, არ მსურს სპოილერების გამავრცელებელი მეწოდოს  

რაც შეეხება დარჩენილ დღეს, ყველაფერი ძალიან კარგად იყო, აააააი, არც ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი გუშინდელი ხასიათი სიტყვებით, მგონი შეუძლებელია, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია ყველაფერი და საერთოდ, მგონი ყველაფერი ისევ თავის ადგილს უბრუნდება, ლაგდება და კარგდება

ძალიან მეზარება წერა და თან ის პრობლემაც მაქვს, რომ ბოლო დროს, ჩემს ბლოგზე თავს ცოტა შებოჭილად ვგრძნობ და ამისთვის საპატიო მიზეზები მაქვს, არ გამომდის იმ ყველაფრის დაწერა, რაც მინდა.. ასე, რომ მგონი ცოტა ხნით თავის შეკავება მომიწევს, მაგრამ anyways, მთავარი ისაა, რომ ძალიან, ძალიან კარგად ვარ  

დროებით ჩემო ბლოგო,
სიყვარულით,
შენი ნესვი

Sunday Post .. .. ??

გადავწყვიტე, რომ რაც არ უნდა მოხდეს და სულ რომ დავანებო ბლოგს თავი მაინც დავწერ თითო პოსტს ყოოოველ კვირა დღეს, ჰოდა რადგანაც ახლა technically კვირაა, ვიწყებ!

ეს კვირა ძალიან უცნაური იყო, რომ ვცდილობ დავიწყო ორშაბათიდან და ბოლოსკენ გამოვუყვე, არაფერი გამომდის, არაფერი მახსოვს. ამიტომ ამბების მაგივრად შეგრძნებებს გავიხსენებთქო ვიფიქრე და გამახსენდა ძალიან ბევრი (ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი) ადრენალინი, საკმაო რაოდენობის სიხარული, საკმარისზე გაცილებით მეტი უძილობა და კვირის (სხვებთან შედარებით) მშვიდობიანი და ადამიანური დასასრული. მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს ყველაფერი თავიდან დაიწყება, ისევ სკოლა, ისევ მეცადინეობა, არანაირი შუადღის ძილი, არანაირი დასვენება და ა.შ. მაინც მშვენივრად ვგრძნობ თავს, ერთი–ორი საათის წინ ძალიან გაღიზიანებული და გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ იმდენი ვილაპარაკე, რომ მგონი დავმშვიდდი.. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ ცხელ შხაპზე ეფექტური ანტიდეპრესანტი ჯერ არავის გამოუგონია და მგონი  კიდევ დიდი ხანი ვერ გამოიგონებენ.. 

აჰჰჰ, მეზარება წერა ღმერთმანი   


მე საუკეთესო ტუჩის ბალზამი მაქვს დედამიწის ზურგზე!!

P.S.   

განცხადება

ნუთუ არ შეიძლება ყველა ბავშვი ასე გამოიყურებოდეს? საშინელი შესახედები არიან გამოტყლარჭულ დედებთან ერთად მოსიარულე ამაზრზენად ჩაცმული ბავშვები.

დედებო და მამებო, ბავშვსაც სჭირდება სტილი!!

The Cutest Stop Motion Video I Have Ever Seen In My Life! EVER!

ოღჩ

კადრი მარია ანტუანეტადან, ვგიჟდები ამ ფილმისთვის და განსაკუთრებით ამ კადრისთვის :D

ჰმ

          
I feel like a banana.

წუწუნი, წუწუნი, წუწუნი!

Why does everyone go offline when I need them?

I was talking about despair. Fuck it. I hate despair!

ბლააახ!!!!

ხო, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ცხოვრება მშვენიერია და სულ არ არის საჭირო ჩემთვის ამის ახსნა და ჩანერგვა, მაგრამ მართლა everybody goes offline! ბლახ..

უამრავი სურათი მაქვს, უკვე აღარ ვიცი როგორ გადავანაწილო.

ჰო, კიდევ რაღაც ყოველდღიური amateur-ish სესიების დაწყება მინდა, ქუჩაში ხალხი, ნებისმიერი მომენტი, მაგრამ ჩემი ამაზრზენი ფოტოაპარატი არ მიწყობს ხელს, ჩემი ოცნების აპარატი მინდააა!!!
ნეტა არ მიყიდის ვინმე???!!! ძალიან, ძალიან მინდა, ვგონებ ფულის შეგროვებას დავიწყებ..

არაფერი

ძალიან ბევრი სურათი დამიგროვდა. ძალიან, ძალიან ბევრი!!!

Remembering childhood.

          

Um..

I guess I'm gonna be posting only photos for some time. Just.. Lack of inspiration, let's say so :)

საბინო და Pink Floyd

უბრალოდ ასე ვგრძნობ თავს... ნეტა ამაღამ მერამდენე პოსტს ვწერ? არ ვიცი, ჰმ.

რამდენი ხანია არ მომისმენია ჩემი ყველა დროის ყველაზე საყვარელი ჯგუფისთვის, რაღაც ურთიერთგამომრიცხავია, ჰო?

უბრალოდ, რომ ვუკვირდები, ვხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულ ხასიათზე ყოფნა მჭირდება მათ მოსასმენად, არც ვიცი ეს განსაკუთრებული ხასიათი როგორია, უბრალოდ არის, განსაკუთრებული. შემთხვევით გადავეყარე ამ სიმღერას, სულ არ მქონდა გადაწყვეტილი მოსმენა, მაგრამ დავინახე და შემომესმინა.. ერთხელ რომ შემომესმინა, მეორედაც შემოვისმინე, მესამედაც, მეოთხედაც და ახლა მგონი მეათასედ ვუსმენ.. უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, ძალიან!!! ვერც აღვწერ ისე ძალიან. თურმე მყავს კლასელი, რომელსაც ძალიან უყვარს Pink Floyd, რამაც ძალიან გამაკვირვა იმიტომ, რომ პირველად შემხვდა ცხოვრების გზაზე მოძველბიჭო ელემენტი კარგი(ჩემი გადასახედიდან) მუსიკალური გემოვნებით. მოკლედ, just listen guys! just feel it!
        

დღეს საბინოს ფოტობლოგზე საოცარი სურათები აღმოვაჩინე!!!



და


!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

მგონი ასეთი სურათი ჯერ არასდროს მინახავს, არ ვიცი რამდენი ხანი ვუყურებდი გაშტერებული თვალებით, საოცრად ლამაზებია!!!!!!!!!!!!!

ახლა მგონი დროა დავიძინო, 04:21–ა უკვე... 

ძილინებისა ჩემო ბლოგო.

სიყვარულით,
შენი ნესვი

ფოტობლოგი?

ძალიან საოცარი ფოტობლოგი აღმოვაჩინე!

Sabino

თითქმის ყველა ფოტო ძალიან მომეწონა! გირჩევთ დათვალიერებას, 10 ქულიდან 10–ვე საბინოს ფოტობლოგს!!!!!!!

კიდევ ერთი ნერვებაშლილი პოსტი

Do you feel anything??
Does anything bother you??
Is anything trying really very hard to get out of your heart??
Have you ever thought about things that really hurt??
Have you ever hurt someone else??
Or not...

anyways, რაღაც ვერ ვარ ნორმალურად.. უცნაურად ვარ არეული, თან კარგად ვარ და თან ცუდად, რაღაც მინდა და არ ვიცი რა, უფრო სწორად ვიცი, მაგრამ არ ვიცი როგორ ავიხდინო სურვილი, როგორ გავარეალურო, როცა ხელისშემშლელი ფაქტორია გარშემო იიიიმდენიიიი, იმდენი იმდენი იმდენი, რომ არ ვიცი, ვერ ვთვლი..

მთელი ზამთარი მინდოდა ზღვაზე წასვლა, მეგონა, რომ რაღაცნაირად კარგი იქნებოდა, მინდოდა ბეეევრი თოვლი და დიდი, მსუქანი ქურთუკი! ცხელი შოკოლადი ან ლიმონიანი ჩაი თერმოსით და სულ არავინ გარშემო, ან, ნუ, ვინმე ერთი.. მაგრამ რატომღაც როგორც კი ამ სურვილს გავაჟღერებდი მაშინვე რაღაც უცნაურ გამომეტყველებას ვიღებდი პასუხად, ირონიულს თუ ნახევრად გაცინებულს თუ რაღაც მსგავსს, არადა მე მართლა ძალიან მინდოდა ზღვაზე.. ახლა უნდა ველოდო შემდეგ ზამთარს, მიუხედავად იმისა, რომ არც ის ვიცი შემდეგ ზამთარს ავიხდენ თუ არა.. არადა მინდა.. ეჰ..

კიდევ მინდოდა სადმე ძალიან თოვლიან ადგილას წასვლა, პატარა, თითქმის ქოხის მსგავს სახლში ყოფნა, ბუხართან, ისევ და ისევ ლიმონიანი ჩაი და პატარა თეთრი მალტესი და ვინმე.. ერთი.. ეს კიდევ უფრო რთულად ასასრულებელი აღმოჩნდა, კიდევ უფრო ირონიული სახეებიც დაიმსახურა.. რატომღაც ჩემს სურვილებს ხშირად არასერიოზულად აღიქვამენ. რა ხდება..?
იქნებ ამიხსნას ვინმემ???

ნერვებაშლილი პოსტი

ამბობენ ადამიანები, ოცნებები დამინგრიესო, კოშკები ჩამომიშალესო, ტრალალა და ტრულალაო.. მაგრამ ხანდახან ისეც ხდება, რომ ჩვენ თვითონვე ვანგრევთ ჩვენს ოცნებებს და ეს ხანდახან ძალიან სასარგებლოა! ნერვებისთვის, ხასიათისთვის, განწყობისთვის, ყველაფრისთვის!
შევამჩნიე, რომ ხშირად ვცდილობ დავარწმუნო საკუთარი თავი იმაში, რომ სწორად მოვიქეცი, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ბოლოს მივდივარ დასკვნამდე, რომ საერთოდ არ ვიცი რა იქნებოდა სწორი. 

რა ამის პასუხია და დღეს წავიკითხე რაღაც სტატიები, რომლებშიც საუბარი იყო ქართველი ხალხის მიდრეკილებაზე მათხოვრობისკენ, სხვისგან დახმარების მიღების მოლოდინისკენ და ა.შ. და მივხვდი, რომ ქართველებს რატომღაც არ შეუძლიათ არანაირ საკითხზე სასარგებლო და ადამიანური დისკუსიის გამართვა იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს "დისკუსიები" რბილად რომ ვთქვათ კრახით სრულდება და გულისხმობს ერთმანეთის შეურაცხყოფას, დემაგოგიას, დაუსაბუთებელი სისულელეების რახარუხს და ა.შ. გაისმა აზრი, რომ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი პასუხისმგებელია ყველა იმ ადამიანზე, რომელიც შეიძლება სახლიდან გაიპაროს და მოკვდეს, რომელსაც შეიძლება ქონდეს ეპილეფსია, რომელსაც სჭირდება დახმარება, პენსია, ფასდაკლება და ტატატა ტარატა! როგორც ჩანს მე, როგორც არა მდიდარი, მაგრამ საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენელი, რომელსაც ძალუძს საკუთარი გადარჩენისთვის საკმარისი ფულის გამომუშავება ან ნებისმიერი სხვა ხერხით შოვნა, ვარ მორალურად დამნაშავე იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ეს ყველაფერი არ შეუძლია (საკითხავია არ შეუძლია, თუ უბრალოდ არ უნდა, რომ შეეძლოს (მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია)). მე ვარ დამნაშავე და პასუხისმგებელი ყველა იმ რიგით ადამიანზე, რომელსაც ვერ უშოვია 9–10 ლარი "უიქენდზე" კინოში წასასვლელად. არა, უფრო სწორად საქართველოა დამნაშავე, ქართული ღორული ფასები, საშინელი სიძვირე და ა.შ.  მაინტერესებს თქვენი აზრი, რიგითო ადამიანებო, რომლებსაც, როგორც ჩანს ინტერნეტზე მიგიწვდებათ ხელი. რთულია თქვენთვის კინოს ბილეთის შოვნა? დიდ სირთულეს წარმოადგენს შაბათ–კვირას დასვენება და გართობა, მხოლოდ და მხოლოდ ფასების გამო?
მოდი ვიქნები თავხედი, უზრდელი, არაკორექტული და ა.შ. და ვეტყვი ყველა უბედურს და ღატაკს: გაანძრიეთ საჯდომი და გექნებათ კინოს ბილეთი! 
ვიცი, რომ არ მაქვს უფლება მოვთხოვო ყველა ადამიანს იყოს სუპერმოტივირებული, სუპერგანათლებული, სუპერინტელექტუალი, სუპერმიმწოლი და კიდევ რაიმე მსგავსი სუპერ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ საკმაოდ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ(რაღაც თვალსაზრისით), რომელშიც ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს მოცემული რესურსები თავისთვის სასარგებლოდ. არ მესმის ადამიანის, რომელმაც დაამთავრა სამხატვრო აკადემიის რაღაც სულელური ფაკულტეტი, რომლითაც დარწმუნებული ვარ იცოდა, რომ ვერაფერს მიაღწევდა და ახლა ფასებზე და ფულის არქონაზე წუწუნებს. არ მესმის და არც მინდა გავიგო. არასდროს შემეცოდება ქუჩაში მდგარი 30, 40 ან თუნდაც 50 წლის მამრი, რომელიც მათხოვრობს იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ არ გამოიყენა ოდესღაც აუცილებლად მიცემული შანსი რაღაცის გაკეთებისა და ახლა ქუჩაში დგომის თავიდან აცილებისა. ჩვენი ერის პრობლემა იმაშია, რომ ყოველთვის ველოდებით თუ როდის იზრუნებენ სხვები ჩვენი საჯდომების ჰიგიენაზე, როდის გაგვიკეთებენ საქმეს, როდის დაგვეხმარებიან უნივერსიტეტში ჩაბარებაში, დიპლომის აღებაში, სამსახურის შოვნაში. ეს არც მიკვირს იმიტომ, რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო უაღრესად კლანური ქვეყანა და მგონი ჯერ კიდევ ვერ გამოდის იმ დროიდან (მიუხედავად მრავალი მცდელობისა).. 
დარწმუნებული ვარ ჩემს მიერ გამოთქმულ ამ აზრს ძალიან ბევრი არასწორად აღიქვამს, როგორც ერთ–ერთმა ფორუმელმა აღიქვა ნინია კაკაბაძის განცხადება: "მე ლესბოსელი ვიქნები!". ესეც ხომ რა თქმა უნდა ქართული დაუკვირვებლობის ბრალია, ყველაფერში საზიზღრობის და ნაგვის ძებნის მანიის ბრალი, დავინახეთ სიტყვა ლესბოსელი და არიქა, კოცონზე დავწვათ ნინია კაკაბაძე!!


მოკლედ, არ ვიცი არ ვიცი... უფრო სწორად, აღარ ვიცი :)

დანარჩენი სხვა დროს იყოს,

სიყვარულით,
თქვენი ნესვი

უბრალოდ პოსტი

ახლა ვკითხულობდი დოდკას ბლოგზე ომის დროინდელ პოსტებს და ამ პოსტებზე კომენტარებს და ძალიან, ძალიან მწარედ და მძაფრად აღვიქვი ყველაფერი თავიდან.. მაშინ თითქოს პანიკა მქონდა, უბრალოდ მეშინოდა და ყოველ წუთას მეგონა, რომ მოვკვდებოდი და ვერ აღვიქვამდი დანარჩენი ადამიანების შიშებს. ახლა რომ წავიკითხე ეს ყველაფერი, დოდკას მეუღლის მესიჯები, რაღაც შეფასებები მდგომარეობის, ერთმანეთის გადარჩენის სურვილები, აზერბაიჯანისკენ წასვლის "გეგმები" და ა.შ. ძალიან გამიმძაფრდა ის შეგრძნება, რომელიც თითქმის ორი წლის წინ მქონდა.. კარგად მახსოვს როგორ მეშინოდა ნებისმიერი ხმის გაგონებისას, სულ მეგონა, რომ რაღაც ფეთქდებოდა, რაღაც ინგრეოდა, რაღაც კვდებოდა და ეს ყველაფერი იყო ძალიან ცუდი, საშინლად დამთრგუნველი..
მაშინ ვერ აღვიქვამდი ომში მყოფი ჯარისკაცების შიშს, მათ პასუხისმგებლობას, მათი ახლობლების ნერვიულობას, რომელიც ძალიან ბევრი გლოვით დასრულდა.. ვერ აღვიქვამდი სხვა ადამიანების განსაცდელს იმიტომ, რომ ყოველ წამს სიკვდილის მეშინოდა.. ძალიან, ძალიან, ძალიაააააააან მეშინოდა.. ახლა დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ    მარტო ჩემს თავზე ვფიქრობდი.. მორალურად არ მქონდა ამის უფლება..

პატიებას ვთხოვ ყველა ჯარისკაცს, ყველა რეზერვისტს და მათ მშობლებს, მეგობრებს, შვილებს და ყველა ახლობელს, რომ მარტო საკუთარი სიკვდილის მეშინოდა, ძალიან დიდი ბოდიში!

From 10.03.2010