ძяლოგი საკუთარ თავთან (დაე იყოს ბანალური) 31/08/2010

– რამდენი ხანია არ დაგიპოსტავს?
– არ მახსოვს.
– რატომ არ პოსტავდი?
– არ ვიცი.
– რაზე ფიქრობდი?
– ბევრ რამეზე.
– რამე საინტერესო გადაგხდა ამ პერიოდში?
– მგონი არა. 
– ვინმე შეგძულდა?
– კი.
– ვინმე შეგიყვარდა?
– რამდენიმე ადამიანი.
– შენი ბლოგი ისევ ისე გიყვარს და გიტაცებს?
– არა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მომბეზრდა კედელთან ლაპარაკი.
– გინდოდა გეთქვა მონიტორთან?
– ერთი და იგივე არ არის?
– ალბათ კი. სად მიდიხარ?
– ბათუმში.
– რამდენი ხნით?
– 12 დღით. 
– როდის?
– ხვალ.
– ვისთან ერთად?
– დედასთან.
– გიხარია?
– ძალიან.
– მზეზე ალერგია რომ გაქვს რა უნდა ქნა?
– ალბათ მზისგან დამცავი კრემი უნდა ვიყიდო. ინტერნეტმა ასე მითხრა.
– ინტერნეტის გჯერა?
– სამწუხაროდ, კი.
– ბათუმში გექნება ინტერნეტი?
– მგონი კი, თუ არა და ვიქონიებ.
– ვინმე დაგხვდება?
– მგონი კი.
– როგორ უნდა გაერთო?
– რამეს მოვიფიქრებ.
– კმაყოფილი ხარ ზაფხულით?
– ასე თუ ისე – კი. 
– მე გიყვარვარ?
– ყველაზე მეტად! (სამწუხაროდ)
– მეც მიყვარხარ. კარგად დაისვენე.
– გმადლობ! დროებით.

9/08/2010 ანუ "ისევ ვერ ვურჩევ პოსტებს სათაურებს იმიტომ, რომ უაზრო პოსტებს ვწერ"

იმდენ რამეზე მინდა წერა, რომ არ ვიცი თავი როგორ მოვუყარო!
  1. წითელი ყაყაჩოები
  2. რამდენიმე ნაცნობის რეაქცია რუსულ ხანძრებზე
  3. საქართველო–რუსეთის ომის 2 წლის თავი
  4. და პირადი ნერვებაშლილობები (არც ისე ბევრი)
დავიწყოთ ქრონოლოგიურად:
როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ისე მოხდა ახლაც. მოეწყო რაღაც აქცია, რომელიც გახდა მასიური და სასწრაფოდ მიიპყრო თანამედროვე "ინტელიგენციის" ყურადღება. საუბარია ყაყაჩოების აქციაზე, რომელსაც მე ყველა კიდურით ვუჭერ მხარს! მართალია, როცა წერენ, რომ ასეთ "უაზრობებს" აჯობებს, რომ რაღაც გავაკეთოთ, მართლა გავაკეთოთ და ვინმეს დავეხმაროთ. აბსოლუტურად ვეთანხმები ამ აზრს, მაგრამ ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ სიმბოლური ყველაფერი ბანძია? თუ იმიტომაა ბანძი, რომ გამასიურდა? რა თქმა უნდა ამ აქციას მოყვა 9000 ბლოგპოსტი, 900000 კომენტარი სახწიგნაკზე და ასე შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო. ვერ ვხვდები ადამიანებო, რა გჭირთ? აი ასეთი კითხვა მაქვს ყველას მიმართ: რა ჯანდაბა გჭირთ? ყველა ადამიანს თავისებურად შეუძლია რაღაცის მიმართ პატივისცემის გამოვლენა, ზოგი ავტომატს დაიჭერს, ზოგი ეკლესიას ააშენებს და ზოგი ყაყაჩოს დაიმაგრებს. რატომ ნიშნავს ყაყაჩოს დამაგრება მოდას აყოლას და "პაკაზუხობას"? გავიგეთ, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება და ბლა ბლა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ერთად გაკეთებული ყველაფერი უნდა ვაკრიტიკოთ? ყველაფერი, რაც აქტუალურია უნდა გავაფარჩაკოთ? არ მესმის თქვენი, ადამიანებო.

ახლა რაც შეეხება ხანძრებს, უფრო სწორად რეაქციას ხანძრებზე. უკვე ბევრი ადამიანისგან გავიგონე მსგავსი ფრაზები: "ღირსები არიან", "ეგრე მოუხდებათ" და ა.შ. 
საერთოდ არ ვთვლი ნორმალურად სხვისი ჭირით გაბედნიერებას, ვინც არ უნდა იყოს ეს სხვა. მესმის, რომ გაგვწყვიტეს 2 წლის წინ და გაგვაუბედურეს, მაგრამ არაა კორექტული და ჰუმანური, როცა მათი უბედურება გვიხარია. პირადად ჩემთვის არაფერი დაუშავებია ვიღაც რიგით რუსს, რატომ უნდა მძულდეს ასე ძალიან? 

2 წლის გასვლას რაც შეეხება.. შოკში ვარ.. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გუშინ ხდებოდა ყველაფერი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა და დავწერო..

პირად ნერვებაშლილობებში შედის ერთი, ძირითადი და ყველაზე საშინელი გამღიზიანებელი: ალერგია მზეზე!!! სრულიად გამაგიჟა, აღარ შემიძლია, ხელები, ფეხები, კისერი, ყველაფერი მეფხანება! მალე გავაფრენ ალბათ!

ააააააა!!!! წავედი..
ძილინებისა ბლოგო,
შენი ნესვი

From 10.03.2010