ჩემი იუბილარი ბლოგი

ეს ფაქტიურად მეასე პოსტია ჩემს ბლოგზე, ნუ technically არ არის მეასე, მაგრამ ყველაფრის წაშლიდან და თავიდან დაწყებიდან მეასეა..

congrats ჩემო სიხა ბლოგო!!!

29/03/2010

ამმმ, არც ვიცი როგორ უნდა დავიწყო.. გამიჩნდა თავში რამდენიმე აზრი და დალაგება ცოტა არ იყოს მიჭირს. ნუ იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, რომ გარემოდან იმდენი წინადადება მოდის პირდაპირ ჩემი ცენტრალური ნერვული სისტემის ცენტრისკენ, რომ დასაწერად კი არა, სათქმელადაც ვეღარ ვმართავ წინადადებებს. მაგ.: დე სიგარეტი ამომიტანე რა, დე სამარხვო შოკოლადი იყიდება სლად–კოსი და ამომიტანე რა ბოლოჯერ გეუბნები, უბრალოდ რაღაც შიმშილის ბოძზე ვარ გაკრული, დეე.. კი არ მაღიზიანებს და რაღაც, უბრალოდ წინადადება ვერ დავამთავრე..  

შემთხვევით ჩამივარდა ხელში სრულიად ემეიზინგ ზიპი, სრულიად ემეიზინგ ქოვერებით და ვუსმენ და ვუსმენ და ვუსმენ და  ვ უ ს მ ე ნ!! აი ახლა ცუდად მოვიქეცი და ტყუილი ვთქვი, უნდა გამოვასწორო, სულაც არ ჩამივარდა, პირიქით ძალიან გამიზნულად და წინასწარი მოლაპარაკებების შედეგად აღმოჩნდა ჩემთან – ორბელკამ გამომიგზავნა..   
ასევე აბსოლუტურად თავით ფეხებამდე შევჯექი სიმღერაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ რომელიღაც პოსტში დავდე კიდეც და ახლაც დავდებ
The Greatest by Cat Power
        





ჰოდა, მგონი კარგად ვარ.. არის მიზეზები, რომლების გამოც უნდა ვიყო ცუდად და ალბათ ვარ კიდეც გულის სიღრმეში, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით უკეთაც კი ვარ ვიდრე ცოტა ხნის წინ, რამეთუ გავაკეთე ის რაც მინდოდა და მაქსიმალურად შევამცირე ჩემს ცხოვრებაში ტყუილში ცხოვრების პერიოდი.. ნუ, პრინციპში ტყუილში ცხოვრება გამოდიოდა.. მოკლედ, როგორც ჩემი ერთი თანაბლოგსპოტელი წერს:" წინასწარ გაფრთხილებთ, ვისაც რამის კონკრეტულად გაგება უნდა - სხვაგან მოხვდით.".. იმიტომ კი არა, რომ რაიმეს ვმალავ, ან თქვენთვის გაზიარება არ მინდა, ან რაღაც ამდაგვარი. არა, უბრალოდ ვიცი, რომ არ გამოვა ისე, როგორც უნდა გამოვიდეს.. ამიტომ მგონი სჯობს თავი შევიკავო.

დედა ამბობს ხოლმე, რომ ცხოვრებაში მთავარია ზომიერება და ნელ–ნელა უფრო და უფრო მეტად ვისისხლხორცებ ამ სიტყვებს, უფრო კარგად ვიაზრებ და თითქოს გამოყენებითაც მეტად ვიყენებ.. როგორც გამოცდილებას? არ ვიცი.. მგონი დავიცავი ჩემი პირადი მორალიდან თუ უბრალოდ გრძნობებიდან გამომდინარე ზომიერება და რაღაც თვალსაზრისით ვამაყობ კიდეც საკუთარი თავით იმიტომ, რომ გამომივიდა ის, რაც დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გამომივიდა.. შეიძლება არ გამოვიყვანე ისე, როგორც უნდა გამოსულიყო ეთიკური ნორმებიდან თუ ურთიერთობებიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც გამოვიყვანე, ასეა თუ ისე..  ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრს ვწერ და სხვათა შორის ვაპირებდი კიდეც ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრის დაწერას, არც ვიცი რამდენად საინტერესოა ეს თქვენთვის, ალბათ ნაკლებად..
კიდევ ერთი სიმღერა, რომელმაც დამიმონა, ქოვერების ზიპიდან, მართალი გითხრათ არ ვიცი სიმღერის ორიგინალი ვის ეკუთვნის, მაგრამ Adele ნამდვილად შეუდარებლად ასრულებს  
მოკლედ,  Make You Feel My Love by Adele..
          
ჰო, კიდევ რისი თქმა მინდოდა.. არც მახსოვს.. 
ჰო, ზაზა ბურჭულაძის ადიბასი წავიკითხე, რომელიც ასევე თითქმის შემთხვევით (ამ შემთხვევაში წინასწარი შეთანხმების გარეშე) ჩამივარდა ხელში.. მმ, უფრო სწორად – ჩანთაში.. წავიკითხე და წავიკითხე, დავრჩი პირდაღებული ქართული საზოგადოების და მისი საყვარელი "სკანდალური" ადამიანების უნახაობით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოში ყველანაირი სკანდალი არის იდიოტური, ძირითად შემთხვევაში უკავშირდება სექსს – ამაზრზენად ან არც ისე, აუცილებლად გულისხმობს ყველანაირი ნორმის გადაბიჯებას და წინადადებებს წიპა "მთავარია მე მომწონს და მისწორდება" ანდა "ფეხებზე მკიდია საზოგადოების აზრი" (მე და ჩემი ნაბადისებური ელემენტები).. ნუ პრინციპში არავისაც არ უკვირს ალბათ, რამეთუ კარგად მოგეხსენებათ ჩვენს საყვარელ საბჭოთა კავშირში და არა მხოლოდ, რამხელა ამბავი იყო სექსზე, უფრო სწორად – უსექსობაზე. და ფაქტიურად გაშალა ფრთები საზოგადოებამ. ფრთების გაშლაში კი რატომღაც ასე გაუაზრებლად იგულისხმება საუბარი გენიტალიებზე, სექსუალურ აქტებზე და მათ დეტალებზე, გაუთავებელი წინაპართგინების პროცესი და ა.შ. ნუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შედარებით "თამამი" და "ფეხებზემკიდია" სტილით. მოკლედ, წიგნი ამაზრზენია, ხანდახან გვხვდება გამონათებები, ისიც შედარებების სახით. ანუ ადამიანს აშკარად აქვს ნიჭი, სხარტი და შეიძლება ითქვას, გულიანად გასაცინებელი სიტყვების თუ ფრაზების მოთხრის აშკარა და არც ისე უმნიშვნელო ნიჭი (თუ შეიძლება ნიჭი უმნიშვნელო იყოს), მაგრამ ამ ნიჭს იყენებს არასწორად.. ალბათ გაუაზრებლად, შეიძლება გააზრებულადაც, მაგრამ ეს ხომ არ არის ჩემი საქმე? ჩემი საქმე წიგნის გარჩევაა (ნუ, შეიძლება ითქვას, რომ არც ეგ არის მთლად ჩემი საქმე, მაგრამ მაინც გავარჩევ, რა მიდის ჩემი?) წიგნი ძალიან ხშირად გვეუბნება, რომ ავტორი კარგად ერკვევა მდედრობითი სქესის სხეულების ანატომიაში, იცის ძალიან ბევრი დიზაინერის თუ ბრენდის სახელწოდება და დალეული აქვს მოხიტო, რაც ცოტა არ იყოს დამღლელია.. ერთი სიტყვით, შიგადაშიგ ვიცინოდი, მაგრამ მაინც – სირცხვილი ავტორსაც, დამბეჭდავსაც და მომწონებელსაც, იმედია არავინ მიწყენს  

მმ, მგონი მეტი არაფერი მომხდარა საინტერესო. ველოდები ჩემი პრინციპში ახალი ცხოვრების განვითარებისას თავწამოყოფილ და იმედია სასიამოვნო დეტალებს, რომლებსაც აუცილებლად გაგიზიარებთ :)

სიყვარულით,
თქვენი ნესვი

Nataly Dawn

I totally absolutely unbearably incurably love this girl!

LOL

ჯერომი.

სრულიად დამეხა ტვინი.
არ ვიცი რას ვგულისხმობ.
ნეტა რა მოხდება ზიგოტაში რომ შემთხვევით მტვრის ნაწილაკი მოხვდეს? რავიცი, "არაფერია გამორიცხული"–ო და "ცხოვრებაში ყველაფერი ხდება"–ო, გამიგონია..

მე აბსოლუტურად არ მიყვარს ბადრიჯანი და კერძები, რომლებიც მას შეიცავენ, მაგ.: აჯაფსანდალი და ჩანახი! (ნუ, პრინციპში ჩანახის სიძულვილისთვის სხვა მიზეზებიც მაქვს, მაგრამ ამჯერად ამისთვის დამჭირდა)
ხანდახან ვკითხულობ იმას, რასაც 6–7 თვის წინ ვწერდი და წერის მანერაც კი მაღიზიანებს, იმდენად იდიოტურია.

– – – – – – – – – – – –
მინდოდა თავის დროზე დამეწერა პოსტი ჯერომის სიკვდილის შესახებ, მაგრამ სანაცვლოდ ფორუმზე გავხსენი თემა. რატომღაც თავი ვერ მოვუყარე შეგრძნებებს. ვერც ახლა ვუყრი და ძალიან ვცრემლიანდები, როცა მახსენდება, რომ ჩემი საყვარელი პერსონაჟის შემქმნელი ცოცხალი აღარ არის. ადამიანი, რომელმაც შემაყვარა წიგნების კითხვა, რომელმაც შექმნა ადამიანი, რომელიც ჩემი (და დარწმუნებული ვარ არა მარტო ჩემი) საუკეთესო მეგობარი იყო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში – ჰოლდენ კოლფილდი. ჯერომი მასეირნებდა ბანანა თევზის ამინდებისას და მიყვებოდა ლამაზ ტუჩებზე და სევდიან სიმღერებზე, კონეკტიკუტზე და კუტ ძიებზე.. გავუტიე.
მოკლედ, დიდი ხნის დაგვიანებით, rest in peace, sir Jerome David Salinger...

ბლოგერებზედ

მაწუხებს უძილობა აწ და მარადის (იმედია ვცდები).. მეზარება თარგმნა, არადა ძალიან მინდოდა დამთავრება და ბლოგიდან ისიც წავშალე, რაც უკვე ნათარგმნი მქონდა. ასევე: მეზარება მეცადინეობა და სკოლაში სიარული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განსხვავებულად მომწონს ჩემი ახალი სკოლა! ვხვდები, რომ საჭიროა მეცადინეობა და რომ თურმე მითები კარგ მასწავლებლებზე სულაც არ არის მითები.
არ დამიწერია ე.წ. New Year resolution იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი არცერთ პუნქტს არ შევასრულებდი. საერთოდ არ გამომდის (და მგონი არც ვცდილობ) საკუთარი დაპირებების შესრულება. ანუ: სხვებს შეძლებისდაგვარად ვუსრულებ რასაც ვპირდები იმიტომ, რომ ვიცი ჩემი შესაძლებლობების შესახებ და რაც არ შემიძლია – არ ვპირდები, მაგრამ საკუთარ თავთან არ გამომდის ასეთივე იდეალური და ჰარმონიული ურთიერთობა.

ნეტა მართალია ამბები გაზაფხულის და განსაკუთრებით მარტის შესახებ? მართლა ამ ამბების გავლენის ქვეშ ვარ თუ თავისთავად გადავირიე?

ოთოს ბლოგზე ეწერა, ბლოგი ფუჭდება, როცა ავტორი "პროფესიონალი ბლოგერი" ხდებაო.  დავაკვირდი, წავიკითხე ე.წ. "პროფესიონალი ბლოგერების" ძველი და ახალი პოსტები და გამიჩნდა კითხვა: "ნეტა მართლა გაპრობლოგერებამ იმოქმედა, თუ ყველა ასე ჯადოსნურად ერთნაირად გაიზარდა და "ბლოგისთვის აუცილებელი " ბავშვური" რომანტიულობა" დაკარგეს?"
საინტერესო საკითხია, დამეთანხმებით.

სიყვარულით,
მარად თქვენი ნესვი..

ჰმ.

მალე დილის ხუთი საათი შესრულდება.
ძილი არ მეკარება.

– – – – – – – – – – – – – – – – – – –

მე და ჩანდლო ნაყინს ვჭამდით ამის წინ და ერთი გოგო იჯდა ჩვენს გვერდით მაგიდასთან.. ლაპარაკობდა რაღაცებს, არ იყო ქართველი.. ჩანდლომ თქვა სხვანაირი სახე აქვსო, ეტყობა, რომ არ აქვს ბევრი პრობლემაო.. შეწუხებული არ არისო..

ნეტა მე როგორი სახე მაქვს? გამომეტყველება.. საქართველოში თითქმის ყველას უბედური გამომეტყველება აქვს და ძალიან მეცოდებიან ადამიანები, რომლებსაც პრობლემების დამალვაც აღარ შეუძლიათ.. იმდენი აქვთ..

გარშემო ყველას დეპრესია აქვს. ყველას ყველას. სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა დონის, მაგრამ ყველა უბედურია. არავის უნდა ლაპარაკი და ამოთქმა.

რას გრძნობთ?

აი ეს იყოს challenge ჩანდლოსთვის.

დაწერე პოსტი.

update:
უF, წადი ერთი თავი დამანებე xD

– – – – – – – – – – – – – – – – – – –


        





როგორ იცვლებიან ადამიანები. და მეც მათთან ერთად.
ბევრი მოდის და იმდენივე მიდის. ზოგი თავისთავად, ზოგი უაზროდ, ზოგი სპეციალურად.. ზოგი მენატრება, ზოგი არც ისე, ზოგი მალევე მავიწყდება და თითქმის სამუდამოდ იმალებიან ჩემი ტვინის ყველაზე ძველ და მიტოვებულ ნაოჭში..

ზოგჯერ არ ვიცი რა ვიფიქრო, მინდება რაღაცის გაკეთება, რამის გამოგონება, შექმნა, ძველის დავიწყება და ახლის დაწყება.. (?) და მერე არაფერი არ ხდება. უბრალოდ მინდა და მორჩა.

ახლა გაორებული ვარ. გასამებულიც. თუნდაც გაათასებული. საერთოდ ვერაფერს ვხვდები, ვერაფერს ვგრძნობ, ერთი მხრიდან ერთი ქარი მიბერავს, მეორედან მეორე და ვერცერთმა ვერ გადამწონა.. გვანან ერთმანეთს? შინაარსით?
შუქი იყო წასული წეღან, ვფიქრობდი და არ მაცადეს.. მალე მოვიდა შუქიც და მეც ძალაუნებურად აქეთ წამოვედი..
დიდი ხანია არაფერი დამიწერია.. ადრე ვწერდი, ძალიან, ძალიან ბევრს ვწერდი და ვწყნარდებოდი, ცოტათი მაინც, ახლა აღარ.. ვერ ვხვდები რა მჭირს, ალბათ ამომეწურა მარაგი?..
ნეტა რას ნიშნავს მოწყენილობა. ალბათ არაფერს. უბრალოდ უარაფრობას.
მინდა ვიცოდე ცვილის თოჯინების კეთება. კიდევ, მინდა ვიცოდე სამკაულების კეთება. მინდა ვიცოდე კერვა, ქსოვა, ქარგვა, ხატვა, წერა, მოსმენა! მინდა ვიცოდე ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად არ გავგიჟდე..

და ყველაზე მეტად მინდა, რომ გავარკვიო რა მინდა! არ ვგულისხმობ იმას, თუ რა მინდა ზოგადად, არა.. ვიცი ზოგადად რაც მინდა.. ვგულისხმობ იმას, რაც ახლა მინდა, ამ წუთას, ამ მომენტში.. ამ სიტუაციაში..

ამის წინ მითხრეს, რომ ორი წერტილი სასვენი ნიშანი არ არის, რომ ორი წერტილი არაფერი არ არის, არც წერტილია და არც სამი წერტილი, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვიყენებ ორს.. არც დასრულება მინდა და არც გაურკვევლად დატოვება..

ბოლო დროს არაფერი მესიზმრებოდა, თითქოს თავი დამანებეს ცუდმა სიზმრებმა, მაგრამ ძალიან მინდოდა, რომ კარგები დაწყებულიყვნენ.. არ მინდოდა სულ უსიზმროდ ყოფნა.. მოსაწყენია მთელი ღამე არც ერთი სიზმრით.. იმდენი ვიფიქრე კარგ სიზმრებზე, რომ ბოლოს დამესიზმრა.. უფრო სწორად მეგონა, რომ დამესიზმრა, მაგრამ გაფუჭდა, ნელ–ნელა უფრო და უფრო ფუჭდებოდა და საბოლოოდ საზიზღარი, ამძაღებული, მყრალი და გულისამრევი გახდა.. სრული საშინელება.. და იმის მერე გაგრძელდა, ისევ ცუდები, საშინლები, ამაზრზენები.. ყოველ დილას დაღლილი ვიღვიძებ და უკვე საერთოდ აღარ მიჩნდება სურვილი, რომ ვუთხრა საკუთარ თავს "ნახე რა კარგი ამინდია, დღეს კარგ ხასიათზე იქნები, რამე კარგი მოხდება, ყველაფერი გაგახარებს, გარეთ გაიხედე"..

აღარ მინდა.

Queen - Somebody to Love

23/03/2010

აღარ შემიძლია უკვე. ადრე მქონდა ასეთი პერიოდი და კინაღამ გავგიჟდი, მაგრამ რაღაც–რაღაც მიზეზებმა მოახერხეს, რომ გამოვკეთებულიყავი. ახლა აღარ! ახლა ისევ იგივე ხდება. უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში ადამიანების რაოდენობა იმატებს და ზუსტად ადამიანების რაოდენობის პროპორციულია ჩემს ცხოვრებაში დემაგოგიის, ტყუილების, ხეპრეობის, იდიოტიზმის, განუვითარებლობის და არაადამიანურობის რაოდენობა.
აი ასე ხდება.  და აბსოლუტურად უკუპროპორციულია ყველა ისეთი ცნება, რომელმაც შეიძლება გაგაღიმოს, კარგ ხასიათზე დაგაყენოს, გამოგაკეთოს, ცაზე მზე ამოიყვანოს და ა.შ.
საერთოდ აღარ დარჩა სიმართლის არცერთი მარცვალი და არ შემიძლია ასე, ნუთუ ძნელი გასაგებია?
მთელი ჩემი ცხოვრება ასე ხდებოდა, ხდება და მგონი მომიწევს იმასთან შეგუება, რომ სულ ასე იქნება: ვიცნობ ადამიანს, ძალიან მომწონს, კარგი ურთიერთობა გვაქვს, მინდა რომ ჩემი მეგობარი იყოს, მინდა რომ ყველაფერი ამოვუფრქვიო, მინდა რომ გვქონდეს ისეთი მეგობრობა როგორიც ჩემს წარმოდგენაშია, მერე ხდება ისე, რომ თურმე არ მენდობიან
ან არ მოვწონვარ
ან ვერ მეგუებიან
ან უბრალოდ არ უნდათ ჩემთან და მოკალი და საბოლოოდ გამოდის, რომ მე მიწევს ხვეწნა, მუდარა, მუხლებზე ჩოქვა, ყველანაირი თხოვნის რამდენჯერმე გამეორება, ყველანაირი მხრიდან მიდგომის მცდელობები, იმის სურვილი, რომ რაღაცნაირად ისევ დავიახლოვო, გავიგო რა აწუხებს, რატომ იქცევა ისე ან ასე, რატომ არ უნდა ის ან ეს, მერე ვცდილობ რაღაცნაირად მოვერგო, რაღაცნაირად შევაჩვიო ჩემი თავი, რაღაცნაირად ისევ დავუმეგობრდე, მაგრამ სანაცვლოდ ვგრძნობ რას? ვერაფერს. აბსოლუტურად ვერაფერს. სიცივე, არაფერი!

აღარ მაინტერესებს მოკლედ. აზრები ამერია და რის დაწერასაც ვაპირებდი ყველაფერი დამავიწყდა იმიტომ, რომ ტვინი მიდუღს.

ბლა

ბლა

ბლა

21/03/2010

ძალიან მეშლება ნერვები, როცა ადამიანი ვერ ხვდება რა უნდა მითხრას.


არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თქვან რაღაც ისეთი, რაც დაგამშვიდებს, კარგ ხასიათზე დაგაყენებს, ან უბრალოდ ერთი ხასიათიდან მეორეზე გადაგიყვანს, ან რაღაცას შეგიმსუბუქებს, ან უბრალოდ გაგაღიმებს. და კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფერი არ შეუძლიათ, ან შეუძლიათ, მაგრამ ვერც ხვდებიან, რომ შეუძლიათ და საერთოდ არ აკეთებენ არაფერს ამის მისახვედრად. უბრალოდ ეზარებათ, ან არ ეხალისებათ, ან საკმარისად კეთილები არ არიან... რა ვიცი!


ძალიან ცუდია, როცა ადამიანს პირდაპირ აგრძნობინებ, რომ არ ხარ კარგ ხასიათზე, ან რაღაცით გაგაბრაზა, ან ნერვებს გიშლის და საერთოდ არ ცდილობს გაიგოს რა გჭირს. არ მაქვს ლაპარაკი რიგით ნაცნობებზე, რომელთა მოვალეობებში საერთოდაც არ შედის ჩემი დამშვიდება. ლაპარაკია ადამიანებზე, რომლებიც ჩემს მეგობრებად და "უახლოეს" და "უსაყვარლეს" ადამიანებად ითვლებიან. მგონი ღირს გადავხედო ჩემს გარშემო არსებული ადამიანების სიებს და ყველას საკუთარი ადგილი მივუჩინო, არ არის საჭირო საკუთარი შესაძლებლობების შესაფერისზე მაღალი რანგის ქონა, თუნდაც სხვისი ნაცნობების სიაში.
– – – – – – – – – – – – – – – – – –
რამდენიმე დღის წინ ვუყურე UP-ს. საოცრება იყო, ძალიან მომეწონა, უსაყვარლესი შინაარსი, ძალიან კარგი ხარისხი, უსაოცრესი ანიმაცია (პიქსარისგან არც მიკვირს), მაიკლ ჯაკინოს ულამაზესი მუსიკა, მოკლედ ძალიან კარგი იყო, უსევდიანესი მულტფილმი ძალიან ბევრი სასაცილო მომენტით! მგონი ყველას ნანახი გაქვთ და თუ არა, გირჩევთ, რომ აუცილებლად უყუროთ!!!

IMDb

Wikipedia

YouTube

I love you, GUGU!


You just appeared, you just came into my life and you're gonna stay here forever!


ზაფხული იყო და რა მენაღვლებოდა, ქვედაბოლო მეცვა, არც მცხელოდა, არც მგრილოდა, დავყიალობდი და წაგაწყდი... გამახსენდა, რომ ადრე დიდი ხანი გათვალიერებდი... დეკემბერიო და... მერე მომიყევი და მოგიყევი და შევრჩით ასე მოყოლილები და რა კარგია, როცა მიყვები.

ძალიან მიყვარს შენი გაკრეჭილი სახე და დიდი თეთრი კბილები, მარადიულად გამოყოფილი ენა და საერთოდაც მიყვარხარ მთლიანად შენ! არა, არა, შემეშალა, არ მიყვარხარ!

მე
შენ
მი - ხვარ - ყარ!!!


ხანდახან ისე მინდება ხოლმე რომ გამოვვარდე სახლიდან, შენც გამოგაძნეყვო და ერთად წავიდეთ სადმე საგუგუეთში სადაც დიდი ხეებია და გუგულოზები დაფრინავენ. სადაც არაფერი არ ხდება დამოუკიდებლად იმიტომ, რომ ყველაფერი ჩვენ უნდა მოვახდინოთ!
ხანდახან მინდა, რომ ვკვდებოდე და ბოლო დღეს შენთან ერთად დავლიო ფორთოხლის წვენი, რომელიც არ ვიცი გიყვარს თუ არა.
მინდა, რომ წავიდეთ ისეთ ქვეყანაში სადაც მარტო ლიმონის ნაყინი და ეპილატორებია.
მინდა, რომ მოვკლა შენი 2მ-დიამეტრიან-ტლაკიანი მასწავლებელი! თან იცი როგორ? აი, აი, სროლ-ფილმებში რომაა, ისე. ან რამე ჩავარტყა თავში და დროებით მაინც გავთიშო.
მინდა, რომ ხელში დავიჭირო შენი ახალი პატარა ნაწილი და ვუთხრა, რომ ჯერ ძალიან პატარაა და ბედნიერია, ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ის ძალიან კარგი იქნება ყოველთვის, და ყველაზე ლამაზი.

ძალიან მი - ხვარ - ყარ გუგუ იმიტომ, რომ ელფი=ტანო და ტანო=ელფი!

მწვანეშარვლიანო ელფო, მოდი ერთად დავბლოგოთ მთელი სამყარო და სულ რომ გადავარდეს დედამიწა ღერძიდან, მაინც წავიდეთ სამხრეთ პოლუსზე ფეხბურთის სათამაშოდ!

გუგუ, გუგუ, მი - ხვარ - ყარ და გეუბნები, რომ ერთ დღესაც გახვიდე აქედან! (მზიან, წვიმიან ან ნისლიან დღეს)

გუგუ!

გილოცავ ბლოგს.

შენი გუგუ.

– – – – – – – – – – – – – – – – – – –

დღეს მთელი დღეა უცნაურად მებლოგინება. არც ვიცი რაზე უნდა ვპოსტო, მაგრამ მებლოგინება და მომკალით.

დიდი ხანია მინდა, რომ წავიდე ისეთ ადგილას, სადაც N რაოდენობის სიმწვანე დამხვდება. მინდა მოვუარო მცენარეებს ჩემს გარშემო, მინდა, რომ მათი ხმა მესმოდეს.
გარშეემო ყველაფრის მოვლა მინდა! დალაგება და გასუფთავება!

წინასადაბადებისდღეო განწყობის პოსტი






ნეტა რამდენ რამეზე მიფიქრია, რამდენი რამე მომბეზრებია და რამდენი რამის გადაგდება მომდომებია? ნეტა რამდენი რამე მყვარებია და რამდენი შემზიზღებია? რამდენი რამე მომწონებია, რამდენ რამეს ავუღელვებივარ, რამდენ რამეს დავუღლივარ? რამდენ რამეს გაუჩენია ჩემთვის ყველაფრის მიტოვების სურვილი? რამდენი რამე დამინახავს, რამდენი გამიგონია, რამდენი რამე მიგრძვნია? რამდენ ვინმეს შემოუხედავს ჩემთვის თვალებში და უფიქრია, რომ იქ არაფერიც არ არის, და ის აზრი რომ თვალები ადამიანის სულის სარკეა რამდენ ვინმეს მოსჩვენებია სისულელედ?
გამიგონია, რომ ე.წ. "ცხელ გულზე" არაფერი არ უნდა გააკეთო, არც უნდა დაწერო, არც თქვა... 

სისულელეა.

4 დღეში 16 წლის ვხდები. მთელი 16 წლის. და უბრალოდ მაინტერესებს რამდენჯერ უფიქრია ჩემზე ვინმეს, კარგიც, ცუდიც ამ 16 წლის განმავლობაში. 

ალბათ მექნება ტორტი 16 სანთლით და ჩავაქრობ ჩემი ცხოვრების 16-ჯერ ერთ წელიწადს. ერთი სულის შებერვით გავაქრობ ჩემი ცხოვრების 5844 დღეს. 

წინასწარ გილოცავ დაბადების დღეს ჩემო თავო და გისურვებ მალე გაიგო ყველაფერი რაც გინდა. გისურვებ მალე აიხდინო ყველაფერი, მალე იგრძნო თავი აბსოლუტურად ბედნიერად, მალე დადგეს შენს ცხოვრებაში ისეთი დღე, როცა სხეულის არც ერთი ნაწილი არ გეტკინება. გისურვებ მალე გამოცვალო შენი გონება და მალე გახდე ისეთი, როგორიც გინდა იყო. გისურვებ, რომ ერთ დღესაც შენს გარშემო ყველა ყველაფერს ხვდებოდეს და შენ არ გჭირდებოდეს არაფრის ახსნა. გისურვებ ყველაფერს.

ველოდებით 10 მარტს.
        

6/03/2010

დღეს გერმანულისკენ მიმავალ გზაზე ბევრი ვიფიქრე.


ხანდახან ადამიანებს რომ ვუყურებ, ძალიან მეცოდებიან. ზოგი ისეთი გამომეტყველებით დადის, რომ პირდაპირ ეტყობათ რა ძალიან უბედურები არიან. ძალიან მეცოდებიან, რამდენი პრობლემა უნდა ქონდეს ადამიანს, რომ გამომეტყველებაც კი შეეცვალოს და არა მარტო ხასიათი. რაღაცნაირი, გაბოროტებულები არიან.




From 10.03.2010