ავატარი და ჰილარი დაფი

გუშინ ავატარის სანახავად წავედით, ჰოოოოოდა, მე პირადად მომეწონა... ნუ თუ არ ჩავთვლით, რომ ორი სათვალის გაკეთება მომიწია და ცხვირი ფაქტიურად მომძვრა, საკმაოდ კარგი იყო
რაღაც, ზომიერად იყო ყველაფერი, დრამაც იყო, მელოდრამაც, ფანტასტიკაც და წაუკომედიებდა მომენტებში... როგორც ყველა ამერიკული ფილმი, ესეც ჰეფი ენდით დამთავრდა, რა თქმა უნდა... ჰო, კიდევ პანდორელები ძალიან ლამაზები არიან
ნეიტირი შემიყვარდა! ძალიან ძალიან ლამაზია!


საერთო ჯამში კარგი დღე იყო გუშინ, დღისით გრეტას ვუყურე, ნუ კლასიკური ამერიკული ფილმი პრობლემურ ბავშვზე დიდი არაფერი, უბრალოდ Ocean Grove მომეწონა


მერე ვუყურე This is It-ს და კიდევ ერთხელ შემიყვარდა მაიკლი


მერე, წავედი ავატარზე, მერე მოვედი უკან და ცოტა ხანში დავიძინე... nothing special

ჰოდა დღის კი არა საუკუნის ვიდეო და მუსიკა:

No comments:

From 10.03.2010