რაზე ვწერო

გამარჯობა.

დიდი ხანია ვფიქრობ რაზე დავწერო, არ ვგულისხმობ ბლოგს, საერთოდ, ზოგადად... ჩემს გარშემო მობზრიალე საზოგადოების გაკრვეულმა ნაწილმა ალბათ იცის, რომ იყო დრო როცა ვწერდი, ჰოდა ახლა დადგა დრო როცა აღარ ვწერ.. უფრო სწორად - ვეღარ ვწერ.
ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, მაგრამ ვიცი, რომ აღარ მეწერინება... უფრ. სწ. მეწერინება თან როგორ, მაგრამ ვეღარ მეწერინება და ვერაფრით ვხვდები რაშია საქმე...
1. ინფორმაციის ნაკლებობა?
2. შთაგონების არქონა?
3. ინტელექტის დაქვეითება?
4. ლექსიკის გაღარიბება?
5. ცუდი ხასიათი?
6. დროის არქონა?
7. შემოქმედებითი კრიზისი?

ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს იმიტომ, რომ ძალიან მინდა რაღაც დავწერო... არასდროს ვწერდი შედევრებს, მაგრამ საკმაოდ მომწონდა და ნორმალურები იყო... ამას არც ქონია დიდი მნიშვნელობა, მე ძალიან მომწონდა (ამ წინადადებას ნუ აღიქვამთ ასე: "მე მომწონს და სხვისი აზრი მკიდია", არ ვგულისხმობ ამას :) ) სიამოვნებას მანიჭებდა თან წერის პროცესი და არასდროს მქონია სადმე გამოქვეყნების ან გაუზომავი წარმატების მიღწევის ამბიცია... უბრალოდ ვფიქრობდი (და ახლაც ვფიქრობ) ბევრ რამეზე და როცა ვწერდი ასე თუ ისე თავს ვითავისუფლებდი უარყოფითი ენერგიისგან...

ნუ, ეს ყველაფერი კია გასაგები და შეიძლება რაღაცნაირად თავს დავაძალო კიდეც წერის გაგრძელება, ან თავისით დაიძალოს, მაგრამ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი, რომ საჭიროა სტილის შეცვლა... დამეთანხმებით, ძალიან მოსაბეზრებელია მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე თემაზე წერა... ერთი და იგივე სტილი და ხასიათი... როცა გინდა, რომ განვითარდე, როგორც მწერალი უნდა მოსინჯო ნებისმიერი სტილი... არ ვგულისხმობ, რომ ამის გამო შენი ნაფიქრალი უნდა შეცვალო, არა... უბრალოდ უნდა გადმოსცე ლექსად, ჩანახატად, ნოველად, რომანად... რავიცი რამედ...
ჰოდა როცა გადავწყვიტე, რომ უშინაარსოდან შედარებით შინაარსიანზე გადავსულიყავი, მივხვდი, რომ არაფერი მაქვს საინტერესო... წაიკითხავს ადამიანი ჩემს ნაწერს, 5-ს 10-ს და მეოცე უკვე აღარ მოეწონება როგორი არაჩვეულებრივიც არ უნდა იყოს.. იმიტომ, რომ ასეთი უკვე 19 ცალი წაიკითხა და ცოტა არ იყოს მობეზრდა...

ვიფიქრე, ვიფიქრე და ვერ მოვიფიქრე რაზე, როგორ, რანაირად, როდის, რატომ ვწერო...

ხომ არ ჯობია უბრალოდ ამოვიგდო თავიდან ეს აზრი და გავაგრძელო ცხოვრება ა) წერის გარეშე, ბ) ისეთივე სტილის ნაწერებით, როგორიც ადრე...

საინტერესოა...

დროებით

No comments:

From 10.03.2010