07/02/2010

შემომავიწყდა ბლოგი...
დღეს დაახლოებით 40 წუთი ვიჯექი ოთახში და ველაპარაკებოდი საკუთარ თავს... თან ინგლისურად... ბოლო დროს ძალიან ნერვებმოშლილი დავიარები... მაღიზიანებენ ადამიანები...
გამღიზიანებლების სია:

1. სკოლა
2. ეგოისტი მეგობარი(ები)
3. ძალიან ცოტა დრო გიოსთან გასატარებლად (which is so not my fault)
4. სახლი
5. პასიურობა
6. საკუთარი თავი
7. უინტერესო გარემო
8. Lack of inspiration
9. ადამიანების ხასიათი, რატომ გონია ყველას, რომ შეუძლია თავზე გადაგიაროს, და რაც მთავარია, რატომ უკვირთ როცა ეს თავზე გადასვლა გაღიზიანებს?
10. ის ფაქტი, რომ ამდენი რამე მაღიზიანებს.
11. ის ფაქტი, რომ ვერაფერს ვცვლი.
12. მამაჩემი.
13. ორგანიზებულობის ნაკლებობა.

ვიცი, ეს ყველაფერი ალბათ ახალი წლის წინა დღეს უნდა დამეწერა და ბლა ბლა ბლა, ახალი 2010 წლისთვის უნდა მოვმზადებულიყავი და მიზნად დამესახა ყველაფრის გამოსწორება, მაგრამ COME ON!! კარგით რა, რა გამოსწორება, რის გამოსწორება... როგორ უნდა გამოასწორო ამდენი რამე, როცა ყველა ერთმანეთს უშლის ხელს?

აღარ მინდა ამ რუტინის ატანა... ნერვები მეშლება... ნუთუ არ შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძო და ისე დავიძინო, რომ მთელი დღის განმავლობაში არავინ და არაფერმა არ ამიშალოს ნერვები? რას ვაკეთებ არასწორად? თან ყველაზე საშინელი ისაა, რომ არავინაა გარშემო, ვისაც დაველაპარაკები... ზოგი მაწყნარებს, ზოგს ნერვები ეშლება, ზოგს საერთოდ არ აინტერესებს, ზოგი დამრიგებლური ტონით მიწყებს ლაპარაკს, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ არ მჭირდება ეს ყველაფერი... ხანდახან უბრალოდ მინდა, რომ მომისმინონ, არ მჭირდება არც თავზე ხელის გადასმა და არც ერთი ყუთი შოკოლადის ნაყინის ჩუქება დასამშვიდებლად... უბრალოდ მინდა, რომ ვინმე დაჯდეს და თავიდან ბოლომდე მოისმინოს ის, რასაც ვყვები, რაც მაწუხებს და ა.შ. არ შემაწყვეტინოს, არ გადმოაგდოს თავისი გენიალური აზრები, კიდევ ერთხელ არ დაამტკიცოს, რომ თურმე რთული თანწყობილი წინადადება იცის რა არის, არ მაჩვენოს, რომ რაღაცით ჩემზე უკეთესია, არ გამოიყენოს ეს ჩემი მონაყოლი მომავალში ჩემთვისვე რამის დასაშავებლად და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ....
ბევრს ვითხოვ ხალხო? გეხვეწებით, თუ ეს ჩემი სურვილები უცნაურია, ან არ უნდა მქონდეს, ან ხო არ გავგიჟდი, მითხარით რა...

All this would be so much easier if... I don't know... gotta go.

No comments:

From 10.03.2010