წინასადაბადებისდღეო განწყობის პოსტი






ნეტა რამდენ რამეზე მიფიქრია, რამდენი რამე მომბეზრებია და რამდენი რამის გადაგდება მომდომებია? ნეტა რამდენი რამე მყვარებია და რამდენი შემზიზღებია? რამდენი რამე მომწონებია, რამდენ რამეს ავუღელვებივარ, რამდენ რამეს დავუღლივარ? რამდენ რამეს გაუჩენია ჩემთვის ყველაფრის მიტოვების სურვილი? რამდენი რამე დამინახავს, რამდენი გამიგონია, რამდენი რამე მიგრძვნია? რამდენ ვინმეს შემოუხედავს ჩემთვის თვალებში და უფიქრია, რომ იქ არაფერიც არ არის, და ის აზრი რომ თვალები ადამიანის სულის სარკეა რამდენ ვინმეს მოსჩვენებია სისულელედ?
გამიგონია, რომ ე.წ. "ცხელ გულზე" არაფერი არ უნდა გააკეთო, არც უნდა დაწერო, არც თქვა... 

სისულელეა.

4 დღეში 16 წლის ვხდები. მთელი 16 წლის. და უბრალოდ მაინტერესებს რამდენჯერ უფიქრია ჩემზე ვინმეს, კარგიც, ცუდიც ამ 16 წლის განმავლობაში. 

ალბათ მექნება ტორტი 16 სანთლით და ჩავაქრობ ჩემი ცხოვრების 16-ჯერ ერთ წელიწადს. ერთი სულის შებერვით გავაქრობ ჩემი ცხოვრების 5844 დღეს. 

წინასწარ გილოცავ დაბადების დღეს ჩემო თავო და გისურვებ მალე გაიგო ყველაფერი რაც გინდა. გისურვებ მალე აიხდინო ყველაფერი, მალე იგრძნო თავი აბსოლუტურად ბედნიერად, მალე დადგეს შენს ცხოვრებაში ისეთი დღე, როცა სხეულის არც ერთი ნაწილი არ გეტკინება. გისურვებ მალე გამოცვალო შენი გონება და მალე გახდე ისეთი, როგორიც გინდა იყო. გისურვებ, რომ ერთ დღესაც შენს გარშემო ყველა ყველაფერს ხვდებოდეს და შენ არ გჭირდებოდეს არაფრის ახსნა. გისურვებ ყველაფერს.

ველოდებით 10 მარტს.
        

No comments:

From 10.03.2010