29/03/2010

ამმმ, არც ვიცი როგორ უნდა დავიწყო.. გამიჩნდა თავში რამდენიმე აზრი და დალაგება ცოტა არ იყოს მიჭირს. ნუ იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, რომ გარემოდან იმდენი წინადადება მოდის პირდაპირ ჩემი ცენტრალური ნერვული სისტემის ცენტრისკენ, რომ დასაწერად კი არა, სათქმელადაც ვეღარ ვმართავ წინადადებებს. მაგ.: დე სიგარეტი ამომიტანე რა, დე სამარხვო შოკოლადი იყიდება სლად–კოსი და ამომიტანე რა ბოლოჯერ გეუბნები, უბრალოდ რაღაც შიმშილის ბოძზე ვარ გაკრული, დეე.. კი არ მაღიზიანებს და რაღაც, უბრალოდ წინადადება ვერ დავამთავრე..  

შემთხვევით ჩამივარდა ხელში სრულიად ემეიზინგ ზიპი, სრულიად ემეიზინგ ქოვერებით და ვუსმენ და ვუსმენ და ვუსმენ და  ვ უ ს მ ე ნ!! აი ახლა ცუდად მოვიქეცი და ტყუილი ვთქვი, უნდა გამოვასწორო, სულაც არ ჩამივარდა, პირიქით ძალიან გამიზნულად და წინასწარი მოლაპარაკებების შედეგად აღმოჩნდა ჩემთან – ორბელკამ გამომიგზავნა..   
ასევე აბსოლუტურად თავით ფეხებამდე შევჯექი სიმღერაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ რომელიღაც პოსტში დავდე კიდეც და ახლაც დავდებ
The Greatest by Cat Power
        





ჰოდა, მგონი კარგად ვარ.. არის მიზეზები, რომლების გამოც უნდა ვიყო ცუდად და ალბათ ვარ კიდეც გულის სიღრმეში, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით უკეთაც კი ვარ ვიდრე ცოტა ხნის წინ, რამეთუ გავაკეთე ის რაც მინდოდა და მაქსიმალურად შევამცირე ჩემს ცხოვრებაში ტყუილში ცხოვრების პერიოდი.. ნუ, პრინციპში ტყუილში ცხოვრება გამოდიოდა.. მოკლედ, როგორც ჩემი ერთი თანაბლოგსპოტელი წერს:" წინასწარ გაფრთხილებთ, ვისაც რამის კონკრეტულად გაგება უნდა - სხვაგან მოხვდით.".. იმიტომ კი არა, რომ რაიმეს ვმალავ, ან თქვენთვის გაზიარება არ მინდა, ან რაღაც ამდაგვარი. არა, უბრალოდ ვიცი, რომ არ გამოვა ისე, როგორც უნდა გამოვიდეს.. ამიტომ მგონი სჯობს თავი შევიკავო.

დედა ამბობს ხოლმე, რომ ცხოვრებაში მთავარია ზომიერება და ნელ–ნელა უფრო და უფრო მეტად ვისისხლხორცებ ამ სიტყვებს, უფრო კარგად ვიაზრებ და თითქოს გამოყენებითაც მეტად ვიყენებ.. როგორც გამოცდილებას? არ ვიცი.. მგონი დავიცავი ჩემი პირადი მორალიდან თუ უბრალოდ გრძნობებიდან გამომდინარე ზომიერება და რაღაც თვალსაზრისით ვამაყობ კიდეც საკუთარი თავით იმიტომ, რომ გამომივიდა ის, რაც დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გამომივიდა.. შეიძლება არ გამოვიყვანე ისე, როგორც უნდა გამოსულიყო ეთიკური ნორმებიდან თუ ურთიერთობებიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც გამოვიყვანე, ასეა თუ ისე..  ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრს ვწერ და სხვათა შორის ვაპირებდი კიდეც ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრის დაწერას, არც ვიცი რამდენად საინტერესოა ეს თქვენთვის, ალბათ ნაკლებად..
კიდევ ერთი სიმღერა, რომელმაც დამიმონა, ქოვერების ზიპიდან, მართალი გითხრათ არ ვიცი სიმღერის ორიგინალი ვის ეკუთვნის, მაგრამ Adele ნამდვილად შეუდარებლად ასრულებს  
მოკლედ,  Make You Feel My Love by Adele..
          
ჰო, კიდევ რისი თქმა მინდოდა.. არც მახსოვს.. 
ჰო, ზაზა ბურჭულაძის ადიბასი წავიკითხე, რომელიც ასევე თითქმის შემთხვევით (ამ შემთხვევაში წინასწარი შეთანხმების გარეშე) ჩამივარდა ხელში.. მმ, უფრო სწორად – ჩანთაში.. წავიკითხე და წავიკითხე, დავრჩი პირდაღებული ქართული საზოგადოების და მისი საყვარელი "სკანდალური" ადამიანების უნახაობით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოში ყველანაირი სკანდალი არის იდიოტური, ძირითად შემთხვევაში უკავშირდება სექსს – ამაზრზენად ან არც ისე, აუცილებლად გულისხმობს ყველანაირი ნორმის გადაბიჯებას და წინადადებებს წიპა "მთავარია მე მომწონს და მისწორდება" ანდა "ფეხებზე მკიდია საზოგადოების აზრი" (მე და ჩემი ნაბადისებური ელემენტები).. ნუ პრინციპში არავისაც არ უკვირს ალბათ, რამეთუ კარგად მოგეხსენებათ ჩვენს საყვარელ საბჭოთა კავშირში და არა მხოლოდ, რამხელა ამბავი იყო სექსზე, უფრო სწორად – უსექსობაზე. და ფაქტიურად გაშალა ფრთები საზოგადოებამ. ფრთების გაშლაში კი რატომღაც ასე გაუაზრებლად იგულისხმება საუბარი გენიტალიებზე, სექსუალურ აქტებზე და მათ დეტალებზე, გაუთავებელი წინაპართგინების პროცესი და ა.შ. ნუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შედარებით "თამამი" და "ფეხებზემკიდია" სტილით. მოკლედ, წიგნი ამაზრზენია, ხანდახან გვხვდება გამონათებები, ისიც შედარებების სახით. ანუ ადამიანს აშკარად აქვს ნიჭი, სხარტი და შეიძლება ითქვას, გულიანად გასაცინებელი სიტყვების თუ ფრაზების მოთხრის აშკარა და არც ისე უმნიშვნელო ნიჭი (თუ შეიძლება ნიჭი უმნიშვნელო იყოს), მაგრამ ამ ნიჭს იყენებს არასწორად.. ალბათ გაუაზრებლად, შეიძლება გააზრებულადაც, მაგრამ ეს ხომ არ არის ჩემი საქმე? ჩემი საქმე წიგნის გარჩევაა (ნუ, შეიძლება ითქვას, რომ არც ეგ არის მთლად ჩემი საქმე, მაგრამ მაინც გავარჩევ, რა მიდის ჩემი?) წიგნი ძალიან ხშირად გვეუბნება, რომ ავტორი კარგად ერკვევა მდედრობითი სქესის სხეულების ანატომიაში, იცის ძალიან ბევრი დიზაინერის თუ ბრენდის სახელწოდება და დალეული აქვს მოხიტო, რაც ცოტა არ იყოს დამღლელია.. ერთი სიტყვით, შიგადაშიგ ვიცინოდი, მაგრამ მაინც – სირცხვილი ავტორსაც, დამბეჭდავსაც და მომწონებელსაც, იმედია არავინ მიწყენს  

მმ, მგონი მეტი არაფერი მომხდარა საინტერესო. ველოდები ჩემი პრინციპში ახალი ცხოვრების განვითარებისას თავწამოყოფილ და იმედია სასიამოვნო დეტალებს, რომლებსაც აუცილებლად გაგიზიარებთ :)

სიყვარულით,
თქვენი ნესვი

No comments:

From 10.03.2010