– – – – – – – – – – – – – – – – – – –


        





როგორ იცვლებიან ადამიანები. და მეც მათთან ერთად.
ბევრი მოდის და იმდენივე მიდის. ზოგი თავისთავად, ზოგი უაზროდ, ზოგი სპეციალურად.. ზოგი მენატრება, ზოგი არც ისე, ზოგი მალევე მავიწყდება და თითქმის სამუდამოდ იმალებიან ჩემი ტვინის ყველაზე ძველ და მიტოვებულ ნაოჭში..

ზოგჯერ არ ვიცი რა ვიფიქრო, მინდება რაღაცის გაკეთება, რამის გამოგონება, შექმნა, ძველის დავიწყება და ახლის დაწყება.. (?) და მერე არაფერი არ ხდება. უბრალოდ მინდა და მორჩა.

ახლა გაორებული ვარ. გასამებულიც. თუნდაც გაათასებული. საერთოდ ვერაფერს ვხვდები, ვერაფერს ვგრძნობ, ერთი მხრიდან ერთი ქარი მიბერავს, მეორედან მეორე და ვერცერთმა ვერ გადამწონა.. გვანან ერთმანეთს? შინაარსით?
შუქი იყო წასული წეღან, ვფიქრობდი და არ მაცადეს.. მალე მოვიდა შუქიც და მეც ძალაუნებურად აქეთ წამოვედი..
დიდი ხანია არაფერი დამიწერია.. ადრე ვწერდი, ძალიან, ძალიან ბევრს ვწერდი და ვწყნარდებოდი, ცოტათი მაინც, ახლა აღარ.. ვერ ვხვდები რა მჭირს, ალბათ ამომეწურა მარაგი?..
ნეტა რას ნიშნავს მოწყენილობა. ალბათ არაფერს. უბრალოდ უარაფრობას.
მინდა ვიცოდე ცვილის თოჯინების კეთება. კიდევ, მინდა ვიცოდე სამკაულების კეთება. მინდა ვიცოდე კერვა, ქსოვა, ქარგვა, ხატვა, წერა, მოსმენა! მინდა ვიცოდე ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად არ გავგიჟდე..

და ყველაზე მეტად მინდა, რომ გავარკვიო რა მინდა! არ ვგულისხმობ იმას, თუ რა მინდა ზოგადად, არა.. ვიცი ზოგადად რაც მინდა.. ვგულისხმობ იმას, რაც ახლა მინდა, ამ წუთას, ამ მომენტში.. ამ სიტუაციაში..

ამის წინ მითხრეს, რომ ორი წერტილი სასვენი ნიშანი არ არის, რომ ორი წერტილი არაფერი არ არის, არც წერტილია და არც სამი წერტილი, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვიყენებ ორს.. არც დასრულება მინდა და არც გაურკვევლად დატოვება..

ბოლო დროს არაფერი მესიზმრებოდა, თითქოს თავი დამანებეს ცუდმა სიზმრებმა, მაგრამ ძალიან მინდოდა, რომ კარგები დაწყებულიყვნენ.. არ მინდოდა სულ უსიზმროდ ყოფნა.. მოსაწყენია მთელი ღამე არც ერთი სიზმრით.. იმდენი ვიფიქრე კარგ სიზმრებზე, რომ ბოლოს დამესიზმრა.. უფრო სწორად მეგონა, რომ დამესიზმრა, მაგრამ გაფუჭდა, ნელ–ნელა უფრო და უფრო ფუჭდებოდა და საბოლოოდ საზიზღარი, ამძაღებული, მყრალი და გულისამრევი გახდა.. სრული საშინელება.. და იმის მერე გაგრძელდა, ისევ ცუდები, საშინლები, ამაზრზენები.. ყოველ დილას დაღლილი ვიღვიძებ და უკვე საერთოდ აღარ მიჩნდება სურვილი, რომ ვუთხრა საკუთარ თავს "ნახე რა კარგი ამინდია, დღეს კარგ ხასიათზე იქნები, რამე კარგი მოხდება, ყველაფერი გაგახარებს, გარეთ გაიხედე"..

აღარ მინდა.

No comments:

From 10.03.2010