წერილი კოტეს

 ძვირფასო კოტე!
გულის სიღრმეში მეც და შენც ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ამხელა დედამიწა ტყუილად კი არ არის ამხელა! სავსეა სულელი ადამიანებით, ჩემნაირი და შენნაირი სულელი ადამიანებით ჩემო კოტე!
კოტე!
შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორ მიყვარს შენი გასეირნება დაუსრულებლად მწვანე ბაღებში და ბოსტნებში! ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია, როცა შენს თეთრ კბილებში ჩაბღუჯული კართოფილები და კიტრები მოგაქვს ჩემთვის კოტე! ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ და როგორ მსიამოვნებს შენი თითოეული დაყეფება კოტე!
კოტე!
ჩემო ძვირფასო კოტე!
შენ ერთადერთი ძაღლი ხარ, რომელიც მე ასე მყვარებია, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მყოლიხარ! კოტე, მე ერთი სული მაქვს როდის გაჭუჭყიანდები, რომ ისევ გაბანაო ჩემს აბაზანაში.
კოტე, მე შენ ძალიან მიყვარხარ!

შენი ტანო


No comments:

From 10.03.2010