საბინო და Pink Floyd

უბრალოდ ასე ვგრძნობ თავს... ნეტა ამაღამ მერამდენე პოსტს ვწერ? არ ვიცი, ჰმ.

რამდენი ხანია არ მომისმენია ჩემი ყველა დროის ყველაზე საყვარელი ჯგუფისთვის, რაღაც ურთიერთგამომრიცხავია, ჰო?

უბრალოდ, რომ ვუკვირდები, ვხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულ ხასიათზე ყოფნა მჭირდება მათ მოსასმენად, არც ვიცი ეს განსაკუთრებული ხასიათი როგორია, უბრალოდ არის, განსაკუთრებული. შემთხვევით გადავეყარე ამ სიმღერას, სულ არ მქონდა გადაწყვეტილი მოსმენა, მაგრამ დავინახე და შემომესმინა.. ერთხელ რომ შემომესმინა, მეორედაც შემოვისმინე, მესამედაც, მეოთხედაც და ახლა მგონი მეათასედ ვუსმენ.. უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, ძალიან!!! ვერც აღვწერ ისე ძალიან. თურმე მყავს კლასელი, რომელსაც ძალიან უყვარს Pink Floyd, რამაც ძალიან გამაკვირვა იმიტომ, რომ პირველად შემხვდა ცხოვრების გზაზე მოძველბიჭო ელემენტი კარგი(ჩემი გადასახედიდან) მუსიკალური გემოვნებით. მოკლედ, just listen guys! just feel it!
        

დღეს საბინოს ფოტობლოგზე საოცარი სურათები აღმოვაჩინე!!!



და


!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

მგონი ასეთი სურათი ჯერ არასდროს მინახავს, არ ვიცი რამდენი ხანი ვუყურებდი გაშტერებული თვალებით, საოცრად ლამაზებია!!!!!!!!!!!!!

ახლა მგონი დროა დავიძინო, 04:21–ა უკვე... 

ძილინებისა ჩემო ბლოგო.

სიყვარულით,
შენი ნესვი

No comments:

From 10.03.2010