27/05/2010 a.k.a იდიოტობები

It's been a while.
რაღაც უცნაური პერიოდი მაქვს.
ვერ ვიტან ემო პოსტებს ბლოგებზე და პირველივე წინადადებიდან ვწყვეტ ხოლმე კითხვას, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვიემოო ცოტა.

პარასკევს საღამოს (21 მაისს), გავხდი ძალიან ცუდად, თვალებში დამიბნელდა, წნევა ამიხტა თუ დამიხტა ვერ გავიგე და მქონდა ისეთი შეგრძნება თითქოს მომენტებში გონებას ვკარგავდი, მაგრამ იმავე წამს ვბრუნდებოდი, მთელი სხეული მიბჟუოდა და ა.შ. გავიზომე წნევა და ნორმალური მქონდა, ჰოდა გადავწყვიტე დავწოლილიყავი. დავწექი და დავრჩი ასე დაწოლილი 4 თუ 5 დღე. ახლაც არ ვიცი რა დამემართა, სავარაუდოდ ძალიან გადაღლილი ვარ და არც მიკვირს. არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ რასაც ვაკეთებდი იმასაც აღარ თუ ვეღარ ვაკეთებ. მართლაც რომ საზიზღარი პერიოდი მაქვს, შეიძლება ითქვას დეპრესია მაქვს, მსუბუქ ფორმებში. ზედმეტად ბევრი რაღაც მაღიზიანებს. რამდენიმე თვის წინ დავწერე გამღიზიანებელი ფაქტორების სია. ახლაც ვაპირებდი, მაგრამ მეზარება იმიტომ, რომ ზოგადად ყველაფერი მეზარება. აკადემიური მოსწრება ფაქტიურად коту под хвост. არადა სასწავლო წელი მთავრდება. ძალიან მინდოდა ამ წლის ადამიანურად ჩამთავრება, მაგრამ მგონი არაფერიც არ გამომივა იმიტომ, რომ სააააერთოდ ვერაფერს ვაკეთებ. რაც არ უნდა დავიწყო ბოლომდე ვერაფერი მიმყავს. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ამ პოსტს დავამთავრებ. ნუ, დამთავრებით რა თქმა უნდა დავამთავრებ, მაგრამ არ ვიცი დავასრულებ თუ არა. განსხვავებას იმედია ხედავთ. ჰმ.

ბოლო 2 კვირაა განსაკუთრებით გაძლიერებული მაქვს ნევროზული სიმპტომები. ვერ ვისვენებ, ნერვები გაძეძილი მაქვს, ყველაფერი მაწუხებს, უაზროდ მიჩნდება უსასრულო ბღავილის სურვილი, მაგრამ ტრადიციული ხერხებით (საკუთარი დაკრძალვის წარმოდგენა, etc) ვერ ვახერხებ თავის ატირებას და ეს კიდევ უფრო მაღიზიანებს. ვერაფრით ვნახე გამოსავალი. პლიუს ყველაფერს, რაღაც უცნაური შიშები მაქვს ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ არაფერი მჭირს, მაგრამ მაინც მეშინია. კონკრეტულად არაფრის, უბრალოდ მეშინია. მოკლედ, ძალიან უაზროდ ვარ და ჩემი იიიიდიოტური განწყობის გამო სხვებსაც ვაღიზიანებ. მგონი უკეთესი იქნებოდა, რომ საერთოდ არ მქონდეს ურთიერთობა ადამიანებთან, ცოტა ხნით მაინც, მაგრამ არ გამოდის. როგორ გამოვა, როცა ყოველდღე სკოლაში მიწევს სიარული. ეს სემესტრი ძალიან გავახალტურე, ნახევარზე მეტი არ მივლია. სულ არ მსიამოვნებს სკოლის გაცდენა, არ ვიცი გესმით თუ არა რას ვგულისხმობ. როცა ოფიციალურადაა გამოცხადებული დასვენების დღეები მაშინ მშვენივრად ვგრძნობ თავს იმიტომ, რომ არაფერს ვაშავებ, მაგრამ როცა ვაცდენ ვიცი, რომ აუცილებლად წაიღებენ ტვინს და პლიუს მეც პრობლემები შემექმნება განათლების სისტემის უცნაური წესებიდან გამომდინარე.
უკვე ვეღარ ვითმენ არდადეგების დაწყებამდე. არადა მანამდე კიდევ ბევრი საქმეა, 7 ივნისს სასკოლო წერები დაიწყება, რაც ofc ძალიან მეზარება.

ძალიან მინდა რაღაც ისეთის გამოჩხრეკა, რაც ხასიათზე მომიყვანს, რაღაც activity, მაგრამ ვერაფერს ვჩხრეკ. რამდენი რამე მაქვს ნაცადი, მაგრამ არაფერი მამშვიდებს. ყველაფერს შუა გზაში ვწყვეტ იმიტომ, რომ უბრალოდ რაღაც არ არის ისე, როგორც მეგონა, რომ იქნებოდა.  არ ვიცი რა აზრი აქვს ამ პოსტის წერას.

გუშინ გარეთ ვიყავი, გერმანულის მერე იოსებიძეზე წავედი და სანი ვნახე. ცოტა ხნით მაინც ვიყავი კარგ ხასიათზე.
მოკლედ, მგონი ახლა სჯობს შევეშვა ამის წერას. თავში არაფერი მომდის. უამრავ რაღაცას ვგრძნობ, მაგრამ რომ ვუკვირდები სულ ერთი და იგივე გამოდის. ასე რომ, au revoir..

No comments:

From 10.03.2010