30/05/2010 ხრამი და plans

ნაწილი პირველი.


პირველ რიგში!!! დღევანდელი დღის ერთადერთი და განუმეორებელი ნაყოფი:
Ain't no ხრამი deep enough © (რა თქმა უნდა) atmori

და რაღა თქმა უნდა, მიმართვა ფორუმელ ახალგაზრდობას:
ძვირფასო მეგობრებო, რადგანაც არ გვაქვს საშუალება, რომ ხალხი ჩავყაროთ ხრამში, მსურს მოგაწოდოთ იდეა: იხ. ლინკი (მგონი ყველაფერი ნათელია)
მგონი მივდივარ დასკვნამდე, რომ სიმართლეს მოკლებულია ჩემი დღევანდელი ნაყოფი. დამეთანხმებით და there is ხრამი deep enough.. და fast enough-იც კი 


update: ბლოგსპოტი იმდენად ბანძია, რომ ხრამი არ მოძრაობს  ნუ, იყოს ასე 


ნაწილი მეორე.


ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა შევიტანო რამდენიმე მნიშვნელოვანი კორექტურა ჩემს ცხოვრებაში და უფრო კონკრეტულად – განრიგში.


  • აუცილებლად უნდა დავიწყო ადრე დაძინება იმიტომ, რომ უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ეტყობა ჩემი უძილობა. (როგორ მოვახერხებ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, უნდა ვცადო!)
  • აუცილებლად უნდა გადავანაწილო დრო. გაცილებით მეტი დრო უნდა დავუთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც მაგალითად მეცადინეობაა. (აუცილებლად)
  • ააააუცილებლად უნდა ვისწავლო ნერვების კონტროლი და კამათსაც უნდა მოვეშვა (მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს).
  • წინასწარ უნდა დავიწყო ჩემი საოცნებო შაბათ–კვირის დაგეგმვა, რამეთუ როგორც მედღეხვალიე კურდღელს (მგონი) მიადგა ზამთარი, ისე მადგება ხოლმე მეც დასვენების დღეები, სრულიად დაუგეგმავად და უაზროდ. ვზივარ მერე და არ ვიცი როგორ დავისვენო. ამ თემაზე ფიქრის პროცესი კი კიდევ უფრო საშინლად მღლის.
  • რაღაცნაირად უნდა მოვახერხო მნიშვნელოვანი საკითხების წინა პლანზე წამოწევა და მათთან გამკლავებაზე გაცილებით მეტი დროის ხარჯვის სწავლა. ნუ, პრინციპში ეს პუნქტი ძალიან გავს მეორე პუნქტს, თუმცა მაინც არის რაღაც განსხვავება.
  • აუცილებლად უნდა დავიწყო მუშაობა! აუცილებლად! (მქონდა ამის შესაძლებლობა გუშინ (შაბათს), მაგრამ რატომღაც ვერ მოვერიე საკუთარ თავს, სამაგიეროდ შემდეგ შაბათს მოვერევი!!!)


მგონი ჯერ–ჯერობით სულ ეს არის. რავიცი, რავიცი, ვნახოთ..

No comments:

From 10.03.2010