"დედა შვილო, როგორც იქნა!" პოსტი (20/06/2010)

მმ.. ჩემი პასიურობის პერიოდში ბევრი რამე მოხდა. სააააკმაოდ ბევრი, ძაააააააალიან ბევრი. იმდენად ბევრი, რომ 3–4 პოსტზე მეყოფოდა მასალა, მაგრამ მე ხომ ზარმაცი ვარ ^^
აი ახლაც ვზარმაცობ, ისე მეზარება ახლა პოსტის წერა, ისე ისე ისე, თან მეწერინება. მგონი გავაფრინე  

ჰმ, უკვე ტვინი წავიღე წუწუნით ხო? ვიცი ^^

მოკლედ, ერთი პერიოდი რაღაც ოლიმპიადების ბუმი მქონდა, პრინციპში ბუმი არა, მაგრამ აქამდე არასდროს მიმიღია მონაწილეობა, რატომღაც არ ვუყურებდი სერიოზულად, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური მაინც ვიცი   ჰოდა რატომღაც გადავწყვიტე დავრეგისტრირებულიყავი ჯერ საქართველოს უნის ოლიმპიადაზე ("ბილინგვა"). ჰოდა, ნუ აღშფოთებული ვიყავი ტესტში შეცდომების რაოდენობით, ორგანიზებულობის ნაკლებობით და ა.შ. და დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაცა არ წავიდოდა ისე, როგორც საჭიროა. ამიხდა! საიტზე დაწერეს, რომ ამა და ამ დღეს მეორე ტურში გადასულებს დაურეკავდნენ და მე არ დამირეკეს, რამაც ძააალიან გამაკვირვა და ვიფიქრე ალბათ ვერ ვყოფილვარ სრულ ჭკუაზეთქო. მერე ჩემმა მასწმა გადაწყვიტა დაერეკა და გაერკვია რა მოხდა, თურმე ნაწერის ნახვა შეიძლებოდა. უთხრეს, რომ ვერ გადავედი და დავრჩით ასე გაშტერებულები ყველა. ნუ კარგი, ვერ გავედი ვერ გავედი, მაგრამ ნახევარ საათში რეკავს ტელეფონი და მეუბნებიან:
–თქვენ ბრძანდებით ნესტან მღებრიშვილი?
–დიახ... ?
–იცით, დიდი ბოდიში, თქვენ გადახვედით მეორე ტურში, უბრალოდ მონაცემთა ბაზაში არ იყავით შეყვანილი და დიდი ბოდიში..
– O_O

ნუ მოკლედ გამომაშტერეს სრულიად    მივედი მეორე ტურზე და გვაჩვენეს ტესტები. ჯერ მარტო ჩემი ნაწერი ისეთ დღეში იყო, გული გამისკდა! წითელი, ლურჯი, წითელი, ლურჯი.. მერე შეცდომით იყო გადახაზული რაღაცები და ნუ მოკლედ    მერე მოვიდა ჟიური და შეგვიყვანეს გასაუბრებაზე, სადაც ადამიანების მეტყველებამ სრულიად დამშოკა და გადამრია! ვისაუბრეთ part-time job-ის და მოსწავლეების და სტუდენტების მარტო ცხოვრების შესახებ (ეს ისეთი თემაა, ჩაკ ნორისსაც კი მობეზრდა უკვე).. ნუ ვისაუბრეთ და მოვრჩით, დაგვიბარეს პირველ ივნისს დაჯილდოების ცერემონიალზე. დადგა ეს პირველი ივნისი და მივედი უნიში ჰოდა ე.ი. ავიღე პირველი ხარისხის სერთიფიკატი (for outstanding participation) და კიდევ ყველაზე ძალიან იმან გამაკვირვა, რომ გავხდი Miss Fluency და იქვე მოვკვდი სიცილით 

ჰოო, მეორე ოლიმპიადა CAC-ის იყო.. პირველი ტური ბრიტანულ–ქართულ აკადემიაში დავწერე და დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ გადავიდოდი მეორეში იმიტომ, რომ ტესტის დროს ძაააააალიან, ძაააააააააალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, თითქმის ვკვდებოდი და რა დავწერე ახლაც არ ვიცი. რამდენიმე დღეში გულის ფანცქალით გავხსენი მეორეში გადასულების სია და რას ვხედავ, 246 ადამიანიდან (მესამე ქვეჯგუფში) 20 ვიყავით მეორეში და მე ქულების 96% მქონდა (მესამე ადგილზე ვიყავი). ისე გამიხარდა, ისე ისე, რომ ააარ ვიცი :D მერე იქაც იყო გასაუბრება, იქაც დავიშოკე ადამიანების მეტყველებით. ერთი ქალი განსაკუთრებით არ მომეწონა. აი რასაც ქვია არ დამევასა! რაღაც საძაგლობა იყო, სწერვა, ბოროტი და პირდაპირ ეტყობოდა, რომ ერთი სული ქონდა როდის გააღწევდა იქიდან, რამაც დამძაბა და ნერვები ამიშალა. აქაც საკმაოდ დრომოჭმული თემა შემხვდა, სკოლაში ფორმების ტარების შესახებ. აქაც ვიბოდიალე რაღაცები და წამოვედი სახლში. მოკლედ, ამ ოლიმპოში მეორე ადგილზე გავედი    და ისეთი ბედნიერი გამოვბრუნდი უკან ვერ წარმოიდგენთ, ძალიან გამიხარდა, რითია ცუდი მეორე ადგილი? 246–დან?  

მერე გაირკვა, რომ CAC-ს აქვს საზაფხულო სკოლა, იქნება 2 ტესტი და ყველაზე მაღალი რეიტინგი ვისაც ექნება, საშობაოდ ინგლისშიო, რა თქმა უნდა თავქუდმოგლეჯილი გავექანე და დავრეგისტრირდი, მაგრამ რად გინდა, პირველივე კვირა გავაცდინე.. გავცივდი! როგორ მოგწონთ? ფარისებრი ჯირკვლის ანთება დამემართა, გავგიჟდი კინაღამ! (ხვალიდან დავიწყებ სიარულს, მაგრამ ალბათ ყველაზე რეიტინგული ვეღარ ვიქნები, რა თქმა უნდა იმოქმედებს ეს გაცდენები საბოლოო შედეგზე.. ეჰ.. )

ინგლისურს რაც შეეხება სულ ეს იყო. ახლა დანარჩენი:
რამდენიმე კვირის წინ აღმოვჩნდი სასკოლო მსკ–ს (КВН) ნახევარფინალზე, რომელშიც ჩემი სკოლის გუნდიც მონაწილეობდა, ჰოდა ისე მომინდა მეც გუნდში, ისე ისე.. მაგრამ როცა ვიკითხე მიმიღებდნენ თუ არა, რაღაც საოცარი პასუხი მივიღე, ირონიული თუ სარკასტული გამომეტყველებითურთ. რასაც ქვია დამაგოიმეს    მერე იყო ექსკურსია, სადაც გაირკვა, რომ თურმე კარგად ვმღერი და საერთოდ ძერზკეეე გოგჩოოო ვარ    ჰოდა.... ამიყვანეს!   იუჰუ, იუჰუ! 29–ში ფინალია, 9 დღე მაქვს იმისთვის, რომ კარგად ჩავჯდე გუნდში და "საშინაო დავალება" მოვამზადო მათთან ერთად.. მთელი კვირა, სამერ სქულის მერე სკოლაში ვიქნები რეპეტიციებზე, რამდენად გადავრჩები გაგიჟებას არ ვიცი, მაგრამ ძაააააალიან მინდა, რომ კარგად გამოვიდეს ყველაფერი!

სკოლა ასე თუ ისე კარგად ჩავამთავრე. მთლად ისეთი რიხინ–რიხინით არა, როგორითაც მინდოდა, მაგრამ მგონი კმაყოფილი ვარ..

ჰო, განწყობას რაც შეეხება – დიდი არაფერი, მაგრამ ახლა ძალიან მობილიზებული ვარ რეპეტიციებზე და ინგლისურზეც, ამიტომ არ ვფიქრობ ბევრს. უფრო სწორად ვფიქრობ, როგორ არ ვფიქრობ და დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე, მოვიფიქრე რაღაც და განვახორციელე! კიდევ ერთხელ ვიამაყე საკუთარი თავით! მივხვდი, რომ უკვე არ ვარ იმ ასაკში, რომ ჩემს მაგივრად მიიღონ გადაწყვეტილებები და მე დამშვიდებული ვიჯდე ჩემთვის, მივხვდი, რომ უნდა გავიზარდო და საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად მართვას მივეჩვიო იმიტომ, რომ რამდენიმე წელიწადში აუცილებლად დამჭირდება. მივხვდი, რომ უნდა ვიცოდე საკუთარი თავის ფასი და არავის მივცე უფლება, რომ რაღაცაში გამომიყენოს. მივხვდი, რომ არ არის საჭირო ყველას ვუწევდე უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას, სტატუსის და ურთიერთობის მიუხედავად. მივხვდი, რომ ჩემი სურვილები და ჩემი ხასიათი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი ცხოვრებისთვის, თუ მინდა, რომ ბედნიერი ვიყო. რა თქმა უნდა მინდა, რომ ბედნიერი ვიყო! ჰოდა მივმართავ ყველას, ვინც ჩემგან მხოლოდ ცალმხრივ თავგანწირვას ელოდება: GET OUT OF MY LIFE!

ჰო, აი ასე!  

დღეს მე და დედა ვიყავით Sex and the City 2-ზე და ვფიქრობ, რომ ნაგავში გადავყარე ჩემი ცხოვრების 2 საათი და 30 წუთი  

მმ, მგონი მორჩა  

დღევანდელი განწყობა:






















ძილინებისა ჩემო ბლოგო,
სიყვარულით,
შენი ნესვი.

No comments:

From 10.03.2010