24/07/2010

მმმ, ხვალ სოფელში მივდივარ ^^
დღეს ვფიქრობდი გამეტარებინა თუ არა ჩემი ცხოვრების 4–5 საათი ლეპტოპში ფილმების გადატანის მცდელობებში და მივხვდი, რომ აზრი არ აქვს ^^ სოფელში ბევრი წიგნია, ჰოდა წავიკითხავ და ასე გავირთობ თავს. ჰო, კიდევ ხვალ წასვლამდე აუცილებლად შევალ საკანცელარიო მაღაზიაში და ვიყიდი ახალ ბლოკნოტს. შემომაკლდა უკვე ფურცლები! კიდევ ვიყიდი ძალიან ბევრ კალამს და დავკავდები წერა–კითხვით. თანაც შედარებით მოძველებული ხერხებით ^^ კარგია ხანდახან ხელით წერა.
ბარგი ჩავალაგე და დაძინებას ვაპირებ.
(იმედი მაქვს ხვალ საჭესთან დამსვამს დედუნა)
((ვირტუალური დამუშავების პროცესი  ))
მოკლედ, წავალ ახლა. ღმერთმანი მომენატრებით!

P.S. ჯერალდინა ჩაპლინი!
კარგად ბლოგო,
სიყვარულით,
შენი ნესვი


No comments:

From 10.03.2010