14/02/2010

ამიხსნას ვინმემ, რატომ არ გამოდის არასდროს ისეთი რაღაცები, რისი გამოსვლაც ყველაზე მეტად მინდა? მნიშვნელოვნებიც და უმნიშვნელოებიც.. დაწყებული იქიდან, რომ როცა სადმე მივდივარ, მაინც და მაინც მაშინ ვგავარ საფრთხობელას და დამთავრებული იმით, რომ როცა ველოდები დიდი ხანი რაღაც დღეს არაფერი გამოდის იმ დღეს იმიტომ, რომ არ ვიცი რატომ!

14 თებერვალიო, ვალენტინობაო, სიყვარულის დღე და ბლა ბლა ბლაო და არც კი ვიცი სად წავიდე. ხომ არაჩვეულებრივია? არადა აშკარად მაქვს ძირითადი კომპონენტები დღევანდელი დღისთვის, მაგრამ ჭურჭელი არ მაქვს, რომელშიც ჩავყრი....

P.S. დავიწყე თარგმნა და ვნახოთ რა გამოვა. თუ გაინტერესებთ, ზევით, blog description-ის ქვეშ არის გვერდი 'თარგმანი' და შეიჭყიტეთ.

No comments:

From 10.03.2010