გეგმები დაბდღესთან დაკავშირებით

არანაირი გეგმები არ მაქვს! გავგიჟდი უკვე, დაახლოებით 2 თვეა დავიწყე ფიქრი რა უნდა გავაკეთო 2010 წლის 10 მარტს და ვერ მოვიფიქრე ვერაფერი. საერთოდ ვერაფერი. აბსოლუტურად ვერაფერი. ძალიან ვერაფერი!!!
1. თუ წავედით სადმე პიცერიაში, მაკდონალდსში, სახინკლეში ან სახაშეში, უნდა ვჭამოთ და წამოვიდეთ, right? არ ვარგა.
2. თუ წავედით სადმე კლუბში, რა უნდა ვაკეთოთ, როცა ნორმალური მუსიკა არასდროს არსად არაა? თან დახურული სივრცეები მაღიზიანებს. არ ვარგა.
3. თუ დავრჩით სახლში, არ იქნება არაფერი განსაკუთრებული, დავლევთ ბევრ კოკა-კოლას, აქაც ალბათ შევჭამთ რამეს, მერე ვიდრიგინებთ და ხალხი წავა ისე, რომ განსაკუთრებული არაფერი იქნება მომხდარი. არ ვარგა.
4. მარტია, ლამის ზამთარია ჯერ და ისეთი სიცივე იქნება გარეთაც ვერ ვიყიალებთ, ანუ: ვერ წავალთ ბოტანიკურში, ან სადმე მსგავს ადგილას. არ ვარგა.

იქნებ რამე რჩევა მომაწოდოს ვინმემ? თან ისეთი, რომ კარგად დამამახსოვრდეს დღე და დედაჩემის გულისწყრომაც რომ არ გამოიწვიოს.

Sweet Sixteen ბოლო-ბოლო.

1 comment:

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

me agvistoshi maqvs da rogor ver vitaan! ramdeni welia aghar gadamixdia ..
arrvici ra girchio :s

From 10.03.2010