18/02/2010

Good evening.
დღეს ქართულში ტესტი ვწერეთ, ვეფხისტყაოსნის 4 თავი... გამოვლაყდი, 28 საკითხი იყო და თითოში 4-4 კითხვა... როგორ მოვასწარი არ ვიცი. დღევანდელი დილა ნორმალურად გათენდა იმიტომ, რომ წუხელ კარგად და დიდი ხანი მეძინა და არ გამიჭირდა დღეს ადგომა. სკოლაში სხვა არაფერი მომხდარა საინტერესო. მმ, მერე წავედი გიოსთან, მერე წავედით და ვჭამეთ. მერე ცოტა დაგვაწვიმა, მერე წამოვედი სახლში, და ნუ ფაქტიურად არაფერი... ძალიან მიხარია, რომ ახალ სკოლას კარგად მოვერგე და თითქოს ძალიან გამორჩეულად არც ერთი საგანი არ მიჭირს. მასწავლებლებსაც აშკარად მოვეწონე და ნუ მგონი ყველაფერი კარგადაა, ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ბიოლოგიის მასწავლებელს ვერაფრით გავაგებინე, რომ მე მთელი ერთი თავით უკან ვიყავი გაჩერებული წინა სკოლაში და ტესტს ვერ დავწერდი, ეგ რა ჩემი პრობლემააო და ჩამიწეა 0 ქულა. ისიც მოაყოლა, თავიდან რომ დაგინახე კარგი წარმოდგენა მქონდა შენზე და ყველაფერი გააფუჭეო... როგორ მოგწონთ? weird.


21-ში ლენა ჩამოდის და ჩემი ბაჩები ჩამოაქვს, ერთი სული მაქვს როდის გამოვართმევ. მაინტერესებს როგორებია. 

ძალიან არ მსიამოვნებს, როცა ადამიანი, რომელიც ჩემს ერთ-ერთ უახლოეს მეგობრად ითვლება, უცებ, ახსნა-განმარტებების და ყველანაირი საუბრების გარეშე ცივდება ჩემს მიმართ... ისე, რომ ვერც კი ვხვდები რა შეიძლება იყოს მიზეზი. 

რაღაც იდიოტური პოსტია, განწყობაც იდიოტური მაქვს. წავალ, ფორმულებს გავიმეორებ და დავიძინებ.

good night.

No comments:

From 10.03.2010