ჩემი ოთხი ოცნება

1. მინდა ვიცხოვრო მარტო, მქონდეს 2 ოთახი და დიდი აბაზანა, რომელშიც ყოველთვის იქნება ძალიან ცხელი წყალი და ბევრი საპონი. და ეს ორი ოთახი იქნება ყველაზე თბილი და ლამაზი ორი ოთახი, რომელიც ოდესმე უნახავს ვინმეს. კიდევ მინდა, რომ სამზარეულოში მქონდეს ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ჩემი მაცივარი იყოს ყოველთვის სავსე.  

2. მინდა მოვიარო მთელი მსოფლიო, ყველა კონტინენტი, ყველა ქვეყნის თითო ქალაქი მაინც. მინდა ყველა ქალაქში ვიყიდო თითო საფოსტო მარკა და გავაკეთო დიდი ალბომი.

3. მინდა წავიკითხო ასიათასი წიგნი და მახსოვდეს თითოეული მათგანის შინაარსი, მინდა ყველა წიგნში მოვხაზო საინტერესო წინადადებები და მერე ბევრი ვიფიქრო, მინდა მქონდეს იმდენი დრო, რამდენიც ადრე მქონდა, როცა წიგნებს 1-2 დღეში ვკითხულობდი, როცა შემეძლო ძილის წინ არა მეორე დღისთვის მოსამზადებელი დავალებები, არამედ საინტერესო წიგნები მეკითხა.

4. მინდა მქონდეს იმის ძალა, რომ ადამიანებს ყველაფერი ვაპატიო და არ ამიშალოს ნერვები ელემენტარულმა სისულელეებმა, მინდა შემეძლოს ყველაფრისთვის იოლად შეხედვა და მარტო ჩემს პრობლემებზე ფიქრი, რომლებიც ძალიან ცოტანი იქნებოდნენ.


ბევრი რამე მინდა.

No comments:

From 10.03.2010