23/03/2010

აღარ შემიძლია უკვე. ადრე მქონდა ასეთი პერიოდი და კინაღამ გავგიჟდი, მაგრამ რაღაც–რაღაც მიზეზებმა მოახერხეს, რომ გამოვკეთებულიყავი. ახლა აღარ! ახლა ისევ იგივე ხდება. უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში ადამიანების რაოდენობა იმატებს და ზუსტად ადამიანების რაოდენობის პროპორციულია ჩემს ცხოვრებაში დემაგოგიის, ტყუილების, ხეპრეობის, იდიოტიზმის, განუვითარებლობის და არაადამიანურობის რაოდენობა.
აი ასე ხდება.  და აბსოლუტურად უკუპროპორციულია ყველა ისეთი ცნება, რომელმაც შეიძლება გაგაღიმოს, კარგ ხასიათზე დაგაყენოს, გამოგაკეთოს, ცაზე მზე ამოიყვანოს და ა.შ.
საერთოდ აღარ დარჩა სიმართლის არცერთი მარცვალი და არ შემიძლია ასე, ნუთუ ძნელი გასაგებია?
მთელი ჩემი ცხოვრება ასე ხდებოდა, ხდება და მგონი მომიწევს იმასთან შეგუება, რომ სულ ასე იქნება: ვიცნობ ადამიანს, ძალიან მომწონს, კარგი ურთიერთობა გვაქვს, მინდა რომ ჩემი მეგობარი იყოს, მინდა რომ ყველაფერი ამოვუფრქვიო, მინდა რომ გვქონდეს ისეთი მეგობრობა როგორიც ჩემს წარმოდგენაშია, მერე ხდება ისე, რომ თურმე არ მენდობიან
ან არ მოვწონვარ
ან ვერ მეგუებიან
ან უბრალოდ არ უნდათ ჩემთან და მოკალი და საბოლოოდ გამოდის, რომ მე მიწევს ხვეწნა, მუდარა, მუხლებზე ჩოქვა, ყველანაირი თხოვნის რამდენჯერმე გამეორება, ყველანაირი მხრიდან მიდგომის მცდელობები, იმის სურვილი, რომ რაღაცნაირად ისევ დავიახლოვო, გავიგო რა აწუხებს, რატომ იქცევა ისე ან ასე, რატომ არ უნდა ის ან ეს, მერე ვცდილობ რაღაცნაირად მოვერგო, რაღაცნაირად შევაჩვიო ჩემი თავი, რაღაცნაირად ისევ დავუმეგობრდე, მაგრამ სანაცვლოდ ვგრძნობ რას? ვერაფერს. აბსოლუტურად ვერაფერს. სიცივე, არაფერი!

აღარ მაინტერესებს მოკლედ. აზრები ამერია და რის დაწერასაც ვაპირებდი ყველაფერი დამავიწყდა იმიტომ, რომ ტვინი მიდუღს.

ბლა

ბლა

ბლა

No comments:

From 10.03.2010