21/03/2010

ძალიან მეშლება ნერვები, როცა ადამიანი ვერ ხვდება რა უნდა მითხრას.


არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თქვან რაღაც ისეთი, რაც დაგამშვიდებს, კარგ ხასიათზე დაგაყენებს, ან უბრალოდ ერთი ხასიათიდან მეორეზე გადაგიყვანს, ან რაღაცას შეგიმსუბუქებს, ან უბრალოდ გაგაღიმებს. და კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფერი არ შეუძლიათ, ან შეუძლიათ, მაგრამ ვერც ხვდებიან, რომ შეუძლიათ და საერთოდ არ აკეთებენ არაფერს ამის მისახვედრად. უბრალოდ ეზარებათ, ან არ ეხალისებათ, ან საკმარისად კეთილები არ არიან... რა ვიცი!


ძალიან ცუდია, როცა ადამიანს პირდაპირ აგრძნობინებ, რომ არ ხარ კარგ ხასიათზე, ან რაღაცით გაგაბრაზა, ან ნერვებს გიშლის და საერთოდ არ ცდილობს გაიგოს რა გჭირს. არ მაქვს ლაპარაკი რიგით ნაცნობებზე, რომელთა მოვალეობებში საერთოდაც არ შედის ჩემი დამშვიდება. ლაპარაკია ადამიანებზე, რომლებიც ჩემს მეგობრებად და "უახლოეს" და "უსაყვარლეს" ადამიანებად ითვლებიან. მგონი ღირს გადავხედო ჩემს გარშემო არსებული ადამიანების სიებს და ყველას საკუთარი ადგილი მივუჩინო, არ არის საჭირო საკუთარი შესაძლებლობების შესაფერისზე მაღალი რანგის ქონა, თუნდაც სხვისი ნაცნობების სიაში.
– – – – – – – – – – – – – – – – – –
რამდენიმე დღის წინ ვუყურე UP-ს. საოცრება იყო, ძალიან მომეწონა, უსაყვარლესი შინაარსი, ძალიან კარგი ხარისხი, უსაოცრესი ანიმაცია (პიქსარისგან არც მიკვირს), მაიკლ ჯაკინოს ულამაზესი მუსიკა, მოკლედ ძალიან კარგი იყო, უსევდიანესი მულტფილმი ძალიან ბევრი სასაცილო მომენტით! მგონი ყველას ნანახი გაქვთ და თუ არა, გირჩევთ, რომ აუცილებლად უყუროთ!!!

IMDb

Wikipedia

YouTube

No comments:

From 10.03.2010