ბლოგერებზედ

მაწუხებს უძილობა აწ და მარადის (იმედია ვცდები).. მეზარება თარგმნა, არადა ძალიან მინდოდა დამთავრება და ბლოგიდან ისიც წავშალე, რაც უკვე ნათარგმნი მქონდა. ასევე: მეზარება მეცადინეობა და სკოლაში სიარული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განსხვავებულად მომწონს ჩემი ახალი სკოლა! ვხვდები, რომ საჭიროა მეცადინეობა და რომ თურმე მითები კარგ მასწავლებლებზე სულაც არ არის მითები.
არ დამიწერია ე.წ. New Year resolution იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი არცერთ პუნქტს არ შევასრულებდი. საერთოდ არ გამომდის (და მგონი არც ვცდილობ) საკუთარი დაპირებების შესრულება. ანუ: სხვებს შეძლებისდაგვარად ვუსრულებ რასაც ვპირდები იმიტომ, რომ ვიცი ჩემი შესაძლებლობების შესახებ და რაც არ შემიძლია – არ ვპირდები, მაგრამ საკუთარ თავთან არ გამომდის ასეთივე იდეალური და ჰარმონიული ურთიერთობა.

ნეტა მართალია ამბები გაზაფხულის და განსაკუთრებით მარტის შესახებ? მართლა ამ ამბების გავლენის ქვეშ ვარ თუ თავისთავად გადავირიე?

ოთოს ბლოგზე ეწერა, ბლოგი ფუჭდება, როცა ავტორი "პროფესიონალი ბლოგერი" ხდებაო.  დავაკვირდი, წავიკითხე ე.წ. "პროფესიონალი ბლოგერების" ძველი და ახალი პოსტები და გამიჩნდა კითხვა: "ნეტა მართლა გაპრობლოგერებამ იმოქმედა, თუ ყველა ასე ჯადოსნურად ერთნაირად გაიზარდა და "ბლოგისთვის აუცილებელი " ბავშვური" რომანტიულობა" დაკარგეს?"
საინტერესო საკითხია, დამეთანხმებით.

სიყვარულით,
მარად თქვენი ნესვი..

No comments:

From 10.03.2010