უბრალოდ პოსტი

ახლა ვკითხულობდი დოდკას ბლოგზე ომის დროინდელ პოსტებს და ამ პოსტებზე კომენტარებს და ძალიან, ძალიან მწარედ და მძაფრად აღვიქვი ყველაფერი თავიდან.. მაშინ თითქოს პანიკა მქონდა, უბრალოდ მეშინოდა და ყოველ წუთას მეგონა, რომ მოვკვდებოდი და ვერ აღვიქვამდი დანარჩენი ადამიანების შიშებს. ახლა რომ წავიკითხე ეს ყველაფერი, დოდკას მეუღლის მესიჯები, რაღაც შეფასებები მდგომარეობის, ერთმანეთის გადარჩენის სურვილები, აზერბაიჯანისკენ წასვლის "გეგმები" და ა.შ. ძალიან გამიმძაფრდა ის შეგრძნება, რომელიც თითქმის ორი წლის წინ მქონდა.. კარგად მახსოვს როგორ მეშინოდა ნებისმიერი ხმის გაგონებისას, სულ მეგონა, რომ რაღაც ფეთქდებოდა, რაღაც ინგრეოდა, რაღაც კვდებოდა და ეს ყველაფერი იყო ძალიან ცუდი, საშინლად დამთრგუნველი..
მაშინ ვერ აღვიქვამდი ომში მყოფი ჯარისკაცების შიშს, მათ პასუხისმგებლობას, მათი ახლობლების ნერვიულობას, რომელიც ძალიან ბევრი გლოვით დასრულდა.. ვერ აღვიქვამდი სხვა ადამიანების განსაცდელს იმიტომ, რომ ყოველ წამს სიკვდილის მეშინოდა.. ძალიან, ძალიან, ძალიაააააააან მეშინოდა.. ახლა დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ    მარტო ჩემს თავზე ვფიქრობდი.. მორალურად არ მქონდა ამის უფლება..

პატიებას ვთხოვ ყველა ჯარისკაცს, ყველა რეზერვისტს და მათ მშობლებს, მეგობრებს, შვილებს და ყველა ახლობელს, რომ მარტო საკუთარი სიკვდილის მეშინოდა, ძალიან დიდი ბოდიში!

No comments:

From 10.03.2010