ნერვებაშლილი პოსტი

ამბობენ ადამიანები, ოცნებები დამინგრიესო, კოშკები ჩამომიშალესო, ტრალალა და ტრულალაო.. მაგრამ ხანდახან ისეც ხდება, რომ ჩვენ თვითონვე ვანგრევთ ჩვენს ოცნებებს და ეს ხანდახან ძალიან სასარგებლოა! ნერვებისთვის, ხასიათისთვის, განწყობისთვის, ყველაფრისთვის!
შევამჩნიე, რომ ხშირად ვცდილობ დავარწმუნო საკუთარი თავი იმაში, რომ სწორად მოვიქეცი, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ბოლოს მივდივარ დასკვნამდე, რომ საერთოდ არ ვიცი რა იქნებოდა სწორი. 

რა ამის პასუხია და დღეს წავიკითხე რაღაც სტატიები, რომლებშიც საუბარი იყო ქართველი ხალხის მიდრეკილებაზე მათხოვრობისკენ, სხვისგან დახმარების მიღების მოლოდინისკენ და ა.შ. და მივხვდი, რომ ქართველებს რატომღაც არ შეუძლიათ არანაირ საკითხზე სასარგებლო და ადამიანური დისკუსიის გამართვა იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს "დისკუსიები" რბილად რომ ვთქვათ კრახით სრულდება და გულისხმობს ერთმანეთის შეურაცხყოფას, დემაგოგიას, დაუსაბუთებელი სისულელეების რახარუხს და ა.შ. გაისმა აზრი, რომ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი პასუხისმგებელია ყველა იმ ადამიანზე, რომელიც შეიძლება სახლიდან გაიპაროს და მოკვდეს, რომელსაც შეიძლება ქონდეს ეპილეფსია, რომელსაც სჭირდება დახმარება, პენსია, ფასდაკლება და ტატატა ტარატა! როგორც ჩანს მე, როგორც არა მდიდარი, მაგრამ საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენელი, რომელსაც ძალუძს საკუთარი გადარჩენისთვის საკმარისი ფულის გამომუშავება ან ნებისმიერი სხვა ხერხით შოვნა, ვარ მორალურად დამნაშავე იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ეს ყველაფერი არ შეუძლია (საკითხავია არ შეუძლია, თუ უბრალოდ არ უნდა, რომ შეეძლოს (მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია)). მე ვარ დამნაშავე და პასუხისმგებელი ყველა იმ რიგით ადამიანზე, რომელსაც ვერ უშოვია 9–10 ლარი "უიქენდზე" კინოში წასასვლელად. არა, უფრო სწორად საქართველოა დამნაშავე, ქართული ღორული ფასები, საშინელი სიძვირე და ა.შ.  მაინტერესებს თქვენი აზრი, რიგითო ადამიანებო, რომლებსაც, როგორც ჩანს ინტერნეტზე მიგიწვდებათ ხელი. რთულია თქვენთვის კინოს ბილეთის შოვნა? დიდ სირთულეს წარმოადგენს შაბათ–კვირას დასვენება და გართობა, მხოლოდ და მხოლოდ ფასების გამო?
მოდი ვიქნები თავხედი, უზრდელი, არაკორექტული და ა.შ. და ვეტყვი ყველა უბედურს და ღატაკს: გაანძრიეთ საჯდომი და გექნებათ კინოს ბილეთი! 
ვიცი, რომ არ მაქვს უფლება მოვთხოვო ყველა ადამიანს იყოს სუპერმოტივირებული, სუპერგანათლებული, სუპერინტელექტუალი, სუპერმიმწოლი და კიდევ რაიმე მსგავსი სუპერ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ საკმაოდ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ(რაღაც თვალსაზრისით), რომელშიც ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს მოცემული რესურსები თავისთვის სასარგებლოდ. არ მესმის ადამიანის, რომელმაც დაამთავრა სამხატვრო აკადემიის რაღაც სულელური ფაკულტეტი, რომლითაც დარწმუნებული ვარ იცოდა, რომ ვერაფერს მიაღწევდა და ახლა ფასებზე და ფულის არქონაზე წუწუნებს. არ მესმის და არც მინდა გავიგო. არასდროს შემეცოდება ქუჩაში მდგარი 30, 40 ან თუნდაც 50 წლის მამრი, რომელიც მათხოვრობს იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ არ გამოიყენა ოდესღაც აუცილებლად მიცემული შანსი რაღაცის გაკეთებისა და ახლა ქუჩაში დგომის თავიდან აცილებისა. ჩვენი ერის პრობლემა იმაშია, რომ ყოველთვის ველოდებით თუ როდის იზრუნებენ სხვები ჩვენი საჯდომების ჰიგიენაზე, როდის გაგვიკეთებენ საქმეს, როდის დაგვეხმარებიან უნივერსიტეტში ჩაბარებაში, დიპლომის აღებაში, სამსახურის შოვნაში. ეს არც მიკვირს იმიტომ, რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო უაღრესად კლანური ქვეყანა და მგონი ჯერ კიდევ ვერ გამოდის იმ დროიდან (მიუხედავად მრავალი მცდელობისა).. 
დარწმუნებული ვარ ჩემს მიერ გამოთქმულ ამ აზრს ძალიან ბევრი არასწორად აღიქვამს, როგორც ერთ–ერთმა ფორუმელმა აღიქვა ნინია კაკაბაძის განცხადება: "მე ლესბოსელი ვიქნები!". ესეც ხომ რა თქმა უნდა ქართული დაუკვირვებლობის ბრალია, ყველაფერში საზიზღრობის და ნაგვის ძებნის მანიის ბრალი, დავინახეთ სიტყვა ლესბოსელი და არიქა, კოცონზე დავწვათ ნინია კაკაბაძე!!


მოკლედ, არ ვიცი არ ვიცი... უფრო სწორად, აღარ ვიცი :)

დანარჩენი სხვა დროს იყოს,

სიყვარულით,
თქვენი ნესვი

2 comments:

Kiwi said...

არ შემიძლია არ დაგეთანხმო იმაში რომ მგონი მართლაც ჩვენი ეროს სენია ეს, სხვისი მოიმედეობა, არ შეიძლება ყოველთვის ვიღაცას შესცქეროდე ხელებში, საკუთარ თავს თვად უნდა მოუარო და აღარ გექნება სხვასთან მერე პრეტენზია...

donkosta said...

გეთანხმები 100%

From 10.03.2010