კიდევ ერთი ნერვებაშლილი პოსტი

Do you feel anything??
Does anything bother you??
Is anything trying really very hard to get out of your heart??
Have you ever thought about things that really hurt??
Have you ever hurt someone else??
Or not...

anyways, რაღაც ვერ ვარ ნორმალურად.. უცნაურად ვარ არეული, თან კარგად ვარ და თან ცუდად, რაღაც მინდა და არ ვიცი რა, უფრო სწორად ვიცი, მაგრამ არ ვიცი როგორ ავიხდინო სურვილი, როგორ გავარეალურო, როცა ხელისშემშლელი ფაქტორია გარშემო იიიიმდენიიიი, იმდენი იმდენი იმდენი, რომ არ ვიცი, ვერ ვთვლი..

მთელი ზამთარი მინდოდა ზღვაზე წასვლა, მეგონა, რომ რაღაცნაირად კარგი იქნებოდა, მინდოდა ბეეევრი თოვლი და დიდი, მსუქანი ქურთუკი! ცხელი შოკოლადი ან ლიმონიანი ჩაი თერმოსით და სულ არავინ გარშემო, ან, ნუ, ვინმე ერთი.. მაგრამ რატომღაც როგორც კი ამ სურვილს გავაჟღერებდი მაშინვე რაღაც უცნაურ გამომეტყველებას ვიღებდი პასუხად, ირონიულს თუ ნახევრად გაცინებულს თუ რაღაც მსგავსს, არადა მე მართლა ძალიან მინდოდა ზღვაზე.. ახლა უნდა ველოდო შემდეგ ზამთარს, მიუხედავად იმისა, რომ არც ის ვიცი შემდეგ ზამთარს ავიხდენ თუ არა.. არადა მინდა.. ეჰ..

კიდევ მინდოდა სადმე ძალიან თოვლიან ადგილას წასვლა, პატარა, თითქმის ქოხის მსგავს სახლში ყოფნა, ბუხართან, ისევ და ისევ ლიმონიანი ჩაი და პატარა თეთრი მალტესი და ვინმე.. ერთი.. ეს კიდევ უფრო რთულად ასასრულებელი აღმოჩნდა, კიდევ უფრო ირონიული სახეებიც დაიმსახურა.. რატომღაც ჩემს სურვილებს ხშირად არასერიოზულად აღიქვამენ. რა ხდება..?
იქნებ ამიხსნას ვინმემ???

No comments:

From 10.03.2010