Sunday Post .. .. ??

გადავწყვიტე, რომ რაც არ უნდა მოხდეს და სულ რომ დავანებო ბლოგს თავი მაინც დავწერ თითო პოსტს ყოოოველ კვირა დღეს, ჰოდა რადგანაც ახლა technically კვირაა, ვიწყებ!

ეს კვირა ძალიან უცნაური იყო, რომ ვცდილობ დავიწყო ორშაბათიდან და ბოლოსკენ გამოვუყვე, არაფერი გამომდის, არაფერი მახსოვს. ამიტომ ამბების მაგივრად შეგრძნებებს გავიხსენებთქო ვიფიქრე და გამახსენდა ძალიან ბევრი (ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი) ადრენალინი, საკმაო რაოდენობის სიხარული, საკმარისზე გაცილებით მეტი უძილობა და კვირის (სხვებთან შედარებით) მშვიდობიანი და ადამიანური დასასრული. მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს ყველაფერი თავიდან დაიწყება, ისევ სკოლა, ისევ მეცადინეობა, არანაირი შუადღის ძილი, არანაირი დასვენება და ა.შ. მაინც მშვენივრად ვგრძნობ თავს, ერთი–ორი საათის წინ ძალიან გაღიზიანებული და გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ იმდენი ვილაპარაკე, რომ მგონი დავმშვიდდი.. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ ცხელ შხაპზე ეფექტური ანტიდეპრესანტი ჯერ არავის გამოუგონია და მგონი  კიდევ დიდი ხანი ვერ გამოიგონებენ.. 

აჰჰჰ, მეზარება წერა ღმერთმანი   


მე საუკეთესო ტუჩის ბალზამი მაქვს დედამიწის ზურგზე!!

P.S.   

2 comments:

ჩანდლო said...

რა მოკლე პოსტია ტანო?
ნუ ზარმაცობ ახალგაზრდა!

willow said...

Чья бы корова мычала–ო შენზეა ნათქვამი ჩანდლო :D მე ვზარმაცობ არა? :D

From 10.03.2010