Tuesday Morning Post (13/04/2010)

გუშინ ვიყავი(თ) კინოში, მესმის საკმაოდ უცნაურია ორშაბათს საღამოს კინოში პრონწიალი, მაგრამ სიყვარულს ასაკი არ აქვსო და კინოში სიარულს რატომ ექნება დრო და თარიღი? მოკლედ, რატომღაც "უიღბლო პაემანი" ერქვა ამ ფილმს, მერე რა, რომ იდეაში Date Night–ია? მაინც უიღბლო პაემანი  

აი პირადად მე, ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა    ძალიან დიდი ხანია ასე არ მიცინია, ვიჯექი სკამზე და ვხარხარებდი თითქმის ყოველ 5 წუთში ერთხელ    მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ამერიკულია, მაინც იყო ძალიან სასაცილო მომენტები, რაღაც წმინდა აშუშუური, გულისამრევი "იუმორის" გარეშე    ნუ, ფილმის შინაარსის შესახებ არაფერს დავწერ, არ მსურს სპოილერების გამავრცელებელი მეწოდოს  

რაც შეეხება დარჩენილ დღეს, ყველაფერი ძალიან კარგად იყო, აააააი, არც ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი გუშინდელი ხასიათი სიტყვებით, მგონი შეუძლებელია, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია ყველაფერი და საერთოდ, მგონი ყველაფერი ისევ თავის ადგილს უბრუნდება, ლაგდება და კარგდება

ძალიან მეზარება წერა და თან ის პრობლემაც მაქვს, რომ ბოლო დროს, ჩემს ბლოგზე თავს ცოტა შებოჭილად ვგრძნობ და ამისთვის საპატიო მიზეზები მაქვს, არ გამომდის იმ ყველაფრის დაწერა, რაც მინდა.. ასე, რომ მგონი ცოტა ხნით თავის შეკავება მომიწევს, მაგრამ anyways, მთავარი ისაა, რომ ძალიან, ძალიან კარგად ვარ  

დროებით ჩემო ბლოგო,
სიყვარულით,
შენი ნესვი

No comments:

From 10.03.2010