ხუთშაბათის საღამოს პოსტი

Не заплачу, не грузи...

უცნაურად ვგრძნობ თავს.
ბევრი კვირა დღე გავიდა. მაინც არაფერი დამიპოსტავს.
ვერ შევასრულე.
სულაც არ არის გასაკვირი, როცა სხვის მოგონილ წესებს არ ასრულებენ, მაგრამ რა უნდა თქვა მაშინ, როცა საკუთარ მოგონილსაც კი ვერ/არ ასრულებ?

ჩავალ მაღაზიაში და ვიყიდი კარგ ხასიათს 6 და 70–ად.. მივცემ გამყიდველს ათლარიანს და ხურდას არასწორად დამიბრუნებს.. მაგრამ კარგი ხასიათი მექნება ნაყიდი და დავუტოვებ მთლიანად..
ქონდეს გამყიდველს ჩემი ცუდი ხასიათის სამი ლარი და ოცდაათი თეთრი. ვჩუქნი.

მერე კიდევ წავალ სადმე და ნამცხვარს ვიყიდი. არა, ტორტს ვიყიდი. და მოვუსმენ ადამიანების ლაპარაკს. უაზროდ რომ ატყაპუნებენ სიტყვებს და თვითონაც რომ არ იციან რას გულისხმობენ, საერთოდ რომ არ იციან რა უნდათ.

უკაცრავად, ავღელდი :)

სულ არ მინდა რაიმეს დაწერა.

წავალ ახლა.

No comments:

From 10.03.2010