ნერვებაშლილი პოსტი # აღარ მახსოვს რომელი

I have problems.
Congratulations dear myself, you have problems ^^

უკვე აღარ ვიცი რა ვქნა ამ წონასთან დაკავშირებით. მოვიკლებ 5–6 კილოს და მთლიანად ვინაზღაურებ. ახლა რამდენი კილოც ვარ ამდენი ჯერ არასდროს ვყოფილვარ და წეღან სასწორზე რომ დავდექი შოკში ჩავვარდი! კოშმარია!

რატომღაც ბოლო დროს ძალიან ხშირად მაქვს ისეთი პერიოდი, როცა მინდა, რომ ყველაფერი გადავჭამო და არაფერი დავტოვო. ვერაფრით ვხვდები რა ხდება! აშკარად მჭირდება დიეტოლოგი, აი აი აშკარად, თორემ უკვე აღარ შემიძლია. მინდა ვიყო სხვანაირი და ვარ ასეთი. არადა მაღალი ვარ და ფიგურაც შეძლებისდაგვარად კარგი მაქვს, მაგრამ რად გინდა, წონა ყველაფერს მიფუჭებს.

ATTENTION!
I HAVE TO DO SOMETHING!
I NEED HELP!

ან ვარჯიში უნდა დავიწყო, ან ცურვა, ან რამე საოცარი დიეტა და 15 კილო უნდა მოვიკლო! აუცილებლად!

No comments:

From 10.03.2010